3 ოქტომბერს ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
ტრავმირებული ლაშა დვალის გარეშე "ფერენცვაროში" ბუდაპეშტში მოულოდნელად 0:3 დამარცხდა "ლუდოგორეცთან". არადა, 43-ე წუთიდან ბულგარული გუნდი კაცნაკლული იყო.
"გენტი" ლვოვში ფრეს (1:1) დასჯერდა "ოლეკსანდრიასთან". სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ფეიენოორდმა" როტერდამში შესვენების შემდეგ გატეხა "პორტუ" და 2:0 დაამარცხა.
"ვოლფსბერგერმა" ავსტრიაში "რომასთან" ფრეს მიაღწია - 1:1.
"ალკმაარისა" და "მანჩესტერის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. "მანიუს" კარში ბურთი არ დაურტყამს და ყველა ტურნირზე ბოლო 10 საგარეო მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაც უკანასკნელად
30 წლის წინ მოხდა.
"ესპანიოლმა" მოსკოვში ცსკა-ს 2:0 მოუგო. ერთი გოლი ვუ ლეიმ გაიტანა - ის ევროტურნირებზე გოლის გამტანი პირველი ჩინელია.
G ჯგუფი
ფეიენოორდი - პორტუ 2:0
გოლები: 1:0 ტოორნსტრა (64), 2:0 კარსდორპი (80)
იანგ ბოიზი - რეინჯერსი 2:1
გოლები: 0:1 მორელოსი (44), 1:1 ასალე (50), 2:1 ფასნაჰტი (90+3)
H ჯგუფი
ცსკა - ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 ვუ ლეი (64), 0:2 კამპუზანო (90+5)
ფერენცვაროში - ლუდოგორეცი 0:3
გოლები: 0:1 ლუკოკი (1), 0:2 ფორსტერი (40), 0:3 ფორსტერი (64)
გაძევება: გრიგორე (43, ლუდოგორეცი)
I ჯგუფი
ოლეკსანდრია - გენტი 1:1
გოლები: 0:1 დეპუარი (6), 1:1 სიტალო (60)
სენტ ეტიენი - ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 კოლოჯიეჩაკი (13), 1:1 ვილიამი (15)
J ჯგუფი
ისტანბული - გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 ვისკა (55), 1:1 ჰერმანი (90+1)
ვოლფსბერგერი - რომა 1:1
გოლები: 0:1 სპინაცოლა (27), 1:1 ლიენდლი (51)
K ჯგუფი
ბეშიქთაში - ვულვერჰემპტონი 0:1
გოლი: ბოლი (90+3)
ბრაგა - სლოვანი 2:2
გოლები: 1:0 ვიანა (31), 1:1 შპორარი (45+4), 2:1 გალენო (63), 2:2 ვიანა (87, საკ. კარში)
L ჯგუფი
ასტანა - პარტიზანი 1:2
გოლები: 0:1 სადიკი (28), 0:2 სადიკი (73), 1:2 სიგურიონსონი (85)
ალკმაარი - მანჩესტერი 0:0