6 ნოემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში "გიმარაეშისა" და "არსენალის" მატჩი 1:1 დასრულდა.
"არსენალმა" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც გაიტანა.
"არსენალი" 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე 6 ქულით "აინტრახტია", რომელიც 7 ნოემბერს "სტანდარდს" ხვდება.
"არსენალმა" ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო - 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
გიმარაეში. "დომ აფონსო ენრიკესი"
გიმარაეში - არსენალი 1:1
გოლები: 0:1 მუსტაფი (80), 1:1 დუარტე (90+1)