ევროპა ლიგა. IV ტური: "მანჩესტერი" და "ესპანიოლი" პლეი-ოფში გავიდნენ - "გენტი" გალიდერდა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე [VIDEO]

AutoSharing Option
7 ნოემბერს ევროპა ლიგის მეოთხე ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.

G ჯგუფში "ფეიენოორდი" სახლში "იანგ ბოიზთან" ფრეს დასჯერდა (1:1), ხოლო "რეინჯერსმა" "პორტუს" 2:0 სძლია. ამ ჯგუფში ისეთი ვითარებაა, ყველაფერი უკანასკნელ ტურში გაირკვევა.

H ჯგუფში "ესპანიოლმა" საკუთარ მოედანზე ორკაცნაკლული "ლუდოგორეცი" 6:0 გაანადგურა და პლეი-ოფში გავიდა. "ფერენცვაროში" აქამდე უქულოდ მყოფ ცსკა-ს სახლში დაუზავდა (0:0).

ბუდაპეშტური გუნდის მცველი ლაშა დვალი განაცხადში არ იყო. "ფერენცვაროში" 5 ქულით მესამე პოზიციაზეა და მეორეადგილოსან "ლუდოგორეცს" 1 ქულით ჩამორჩება.

I ჯგუფში "გენტმა" გასვლაზე "ვოლფსბურგს" თამაში შემოუტრიალა
(3:1) და 8 ქულით გალიდერდა. ბელგიური გუნდის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ოლეკსანდრია" 84-ე წუთამდე სახლში 0:2 მარცხდებოდა "სენტ ეტიენთან" და მაინც შეძლო ქულის მოპოვება - 2:2.

J ჯგუფში "გლადბახმა" ტიურამის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით "რომას" 2:1 სძლია, "ისტანბულმა" კი სტუმრად ადვილად მოუგო "ვოლფსბერგერს" და 7 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

K ჯგუფში "ვულვერჰემპტონმა" კომპენსირებულ დროში მოახერხა "სლოვანის" 1:0 დამარცხება, ხოლო "ბრაგამ" 3:1 სძლია "ბეშიქთაშს" და 10 ქულით გალიდერდა. მას 1 ქულით "ვულვზი" ჩამორჩება.

L ჯგუფში "მანჩესტერი" უპრობლემოდ გაუსწორდა "პარტიზანს" (3:0) და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

G ჯგუფი
ფეიენოორდი - იანგ ბოიზი 1:1
გოლები: 1:0 ბერგჰუისი (18, პენ), 1:1 სპიელმანი (71)

რეინჯერსი - პორტუ 2:0
გოლები: 1:0 მორელოსი (69), 2:0 დევისი (73)

H ჯგუფი

ესპანიოლი - ლუდოგორეცი 6:0
გოლები: 1:0 მელენდო (4), 2:0 ლოპესი (19), 3:0 ვარგასი (36, პენ), 4:0 კამპუზნო (52), 5:0 პედროსა (73), 6:0 ფერეირა (76)
გაძევება: ფორსტერი (12, ლუდოგორეცი), გორალსკი (34, ლუდოგორეცი)

ფერენცვაროში - ცსკა 0:0
გაძევება: მაგნუსონი (90+1, ცსკა)

I ჯგუფი

ოლეკსანდრია - სენტ ეტიენი 2:2
გოლები: 0:1 ჰაზრი (24, პენ), 0:2 კამარა (72), 1:2 ბეზბოროდკო (84), 2:2 ზადერაკა (90+1)

ვოლფსბურგი - გენტი 1:3
გოლები: 1:0 ვიქტორი (20), 1:1 იარემჩუკი (50), 1:2 დეპუატრი (65), 1:3 ნგადუ-ნგაჯუი (76)

J ჯგუფი

გლადბახი - რომა 2:1
გოლები: 1:0 ფაციო (35, საკ. კარში), 1:1 ფაციო (64), 2:1 ტიურამი (90+5)

ვოლფსბერგერი - ისტანბული 0:3
გოლები: 0:1 ვისცა (73, პენ), 0:2 გრიველი (84), 0:3 გრიველი (87)
გაძევება: რნიჩი (72, ვოლფსბერგერი)

K ჯგუფი

ბრაგა - ბეშიქთაში 3:1
გოლები: 1:0 პაულინიო (14), 1:1 ბოიდი (29), 2:1 პაულინიო (37), 3:1 ედუარდო (81)
გაძევება: ლენსი (44, ბეშიქთაში)

ვულვერჰემპტონი - სლოვანი 1:0
გოლი: ხიმენესი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: ნევეში (51, ვულვერჰემპტონი)

L ჯგუფი

ასტანა - ალკმაარი 0:5
გოლები: 0:1 ბოადუ (29), 0:2 მიდსტიო (52), 0:3 იდრისი (57), 0:4 ჰაძიდიაკოსი (75), 0:5 ბოადუ (77)

მანჩესტერი - პარტიზანი 3:0
გოლები: 1:0 გრინვუდი (21), 2:0 მარსიალი (33), 3:0 რეშფორდი (49)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული