ტორუპი "რომასთან" ნამატჩევს: მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენთვის სამყარო შეიცვლებოდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "გენტი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "რომასთან". გიორგი ჩაკვეტაძემ 16 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენთვის სამყარო შეიცვლებოდა. წაგება სამწუხაროა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მომავალ კვირაში "რომას" ვუმასპინძლებთ.

მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეტოქეზე ზეწოლა განვახორციელეთ და მომენტებიც შევქმენით. სამწუხაროდ, საპასუხო გოლის გატანა ვერ შევძელით.

ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენს სტილში ვიასპარეზეთ, მაგრამ შეცდომებს ვუშვებთ, რომელთა გამო დაუნდობლად გვსჯიან. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომები
ფატალურია. თუმცა ჩვენი რეაქცია მაკმაყოფილებს".

"გენტი" "რომას" განმეორებით მატჩში 27 თებერვალს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კაცი ძალიან ჯიუტია,ბეზუსს ათამაშებს ძირითადში და მარგალიტი სათადარიგო სკამზე უჯენია! მაგარი ნერვები აქვს ჩაკვეს ამ კაცის ხელში!
kaxa
09:52 21-02-2020
1
ჩაკვე ზაფხულისთვის შევა ფორმაში
Lasha
15:55 22-02-2020
0

სიახლეები პოპულარული