ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს ევროპა ლიგის განმეორებითი 1/16-ფინალური 7 მატჩი გაიმართა.

"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია სასტარტოში არ დააყენა და მხოლოდ 66-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდათ წაგებული, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 გოლის გატანა სჭირდებოდათ. ბელგიურმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.

VideoSportall.Ge
-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს [VIDEO] " />
27.02.20. გენტი-რომა 1:1


გენტი - რომა  1:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: 1:0 დავიდი (25), 1:1 კლუივერტი (29)

დანარჩენი მატჩები

ბაზელი - აპოელ 1:0 (3:0)

ესპანიოლი - ვულვერჰემპტონი 3:2 (0:4)
"ვულვზი" 1972 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირების მერვედფინალში.

პორტუ - ბაიერი 1:3 (1:2)

ისტანბული - სპორტინგი 4:1 (ძირ. დრო 3:1) (1:3)

ლასკ - ალკმარი 2:0 (1:1)

მალმიო - ვოლფსბურგი 0:3 (1:2)
"ვოლფსბურგმა" ევროტურნირებზე ზედიზედ 8 მატჩში გაიტანა გოლი და თავისი რეკორდი გაიმეორა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ჩაკვე ზოგიერთ სლის კომენტარს ყურადღება არ მიაქციო,ზოგს მოუსმინე! შენი იმედი გვაქ!!!
zura
17:14 28-02-2020
1
ხალხო,მსგავსი ტრავმა ჰქონდა ლევან ყენიას და შალკეში თამაშობდა.ივან რაკიტიჩს და ლევანს,თანაბარი დრო ეძლეოდათ.მიიღო ლევანმა ეგ ტრავმა,გაიკეთა ოპერაცია,მერე რეაბილიტაცია და მწვრთნელმა სასწრაფოდ მჭირდებაო,სრულ დატვირთვაზე შეაგდო.შედეგად,ტრავმა გაუმეორდა და ლევან ყენია საქართველოში დაბრუნდა.არადა ჩაკვეტაძეზე ნაკლები არაფრით იყო.ნიჭზე ვიძახი, თორემ შალკეს დონე რომ გენტზე მაღლაა,ამას რაღა ახსნა უნდა.ყენიას კონკურენტი,ივან რაკიტიჩი კი,ახლაც ბარსელონას ფეხბურთელია.ეს იცის დროზე ადრე დატვირთვამ.გენტს ჩაკვეტაძე გასაყიდად და ფულის საშოვნელად სჭირდება და არ დაუშვებს,რომ ტრავმა გაუმეორდეს.მას ჯანსაღი ჩაკვეტაძე სჭირდება.სწორედაც იქცევა ტორუპი,რომ ნელნელა აჩვევს დატვირთვებს.თან თვითონაც ხომ უნდა გაუქრეს ტრავმის შიში,ტკივილები კი,ამაში ვერ დაეხმარება.
სოსო
15:18 28-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული