"ხეტაფეს" პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ "ინტერთან" ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის ჩასატარებლად მილანში არ გაფრინდებიან.
"თუ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, იტალიაში არ გავემგზავრებით. უეფას ალტერნატივის მოძებნა ვთხოვეთ. კორონავირუსის ეპიცენტრში წასვლა არ გვინდა, ამის საჭიროება არ არსებობს. დისკვალიფიკაციის თავიდან ასაცილებლად ფედერაციას დახმარება ვთხოვეთ.
თუ დაგვსჯიან და დაგვსაჯონ. გარისკვას არ ვაპირებ. ამ მატჩის წინ ძალიან აღგზნებულნი ვართ, მაგრამ თუ ყველაფერი ასე წარიმართა, დაე, ასეც იყოს. სადაც არ მინდა, იქ არ წავალ. "ინტერის" წარმომადგენლები, რომელთაც ვესაუბრე,
დაგვეთანხმნენ, რომ იქ ჩასვლა მიუღებელია.
ან სხვაგან გვათამაშონ და ან შეხვედრა გადადონ. ეს უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნება", - დაიჩივლა ტორესმა El Transistor-თან.