უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: ხოჭოლავას "შახტარმა" გერმანიაში იმარჯვა, "მანჩესტერმა" - ავსტრიაში [VIDEO]

AutoSharing Option
12 მარტს ევროპა ლიგის 6 პირველი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა, 2 შეხვედრა კი კორონავირუსის გამო გადაიდო.


"მანჩესტერმა" ლინცში 5:0 გაანადგურა "ლასკი" და უკანასკნელ 55 წელიწადში ევროტურნირებზე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა. "იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ბოლო 11 მატჩიდან არც ერთი არ წააგო - 8 მოგება და 3 ფრე, საერთო ანგარიში 29:2.

"მანჩესტერის" ნახევარმცველმა ჯეიმსმა 31 აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა გოლი.

ლასკი-მანჩესტერი 0:5
გოლები: 0:1 იგალო (28), 0:2 ჯეიმსი (58), 0:3 მატა (82), 0:4 გრინვუდი (90+1), 0:5 პერეირა (90+3)

ისტანბული-კოპენჰაგენი 1:0
გოლი: ვისკა (88, პენ)

აინტრახტი-ბაზელი 0:3
გოლები: 0:1 კამპო (27), 0:2 ბუა (73), 0:3 ფრეი (85)

ოლიმპიაკოსი-ვულვერჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ელ-არაბი (54), 1:1 ნეტო (67)
გაძევება: სემედო (28, ოლიმპიაკოსი)


რეინჯერსი-ბაიერი 1:3
გოლები: 0:1 ჰავერცი (37, პენ), 0:2 არანგისი (67), 1:2 ედმუნდსონი (75), 1:3 ბაილი (88)


"შახტარმა" გასვლაზე "ვოლფსბურგი" 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა. შეგახსენებთ, "მეშახტეებმა" 1/16-ფინალიდან "ბენფიკა" გამოაგდო.

დონეცკური გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ 68-ე წუთზე ისმაილი შეცვალა.

ვოლფსბურგი-შახტარი 1:2
გოლები: 0:1 მორაესი (16), 1:1 ბრუკსი (48), 1:2 ანტონიო (73)
გამოუყენებელი პენალტი: კოვალენკო (22, შახტარი)


სევილია-რომა (გადაიდო)

ინტერი-ხეტაფე (გადაიდო)

საპასუხო შეხვედრები 19 მარტს უნდა გაიმართოს, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, ჩატარდება თუ არა.