ოლე-გუნარ სოლსკაიერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიზანი გარკვევით მოხაზა და ფეხბურთელები დამუხტა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკაიერი თავისი გუნდის უახლოეს პერსპექტივებს აფასებს და მთავარ მიზანზე საუბრობს.

"იმისათვის, რომ ევროპის ლიგა მოვიგოთ, საჭიროა ზედიზედ 4 მატჩის მოგება. გუნდი მთელი სეზონის მანძილზე განვითარებას აგრძელებდა. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ მესამე ადგილზე გავედით, თუმცა ახლა მთავარი მიზანი - ევროპის ლიგის მოგებაა. იმედი მაქვს, ფეხბურთელებს ისევე სურთ ამ ტურნირის მოგება, როგორც მე." - ციტირებს სოლსკაიერს უეფას პრესსამსახური.

ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლაკსის" შორის 5 აგვისტოს, მანჩესტერში გაიმართება. შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში "წითელმა
ეშმაკებმა" მოწინააღმდეგეს 5:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
USB-ზე შეაერთა
zviadi
12:53 05-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული