ხოჭოლავა 1/4-ფინალს გამოტოვებს - მას ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერეს

AutoSharing Option
"შახტარმა" ევროპა ლიგის 1/8-ფინალში "ვოლფსბურგს" სძლია (3:0, 2:1) და მეოთხედფინალში გავიდა, განმეორებით მატჩში კი დონეცკელთა მცველი დავით ხოჭოლავა გააძევეს.

რეგლამენტის მიხედვით, ხოჭოლავას მეოთხედფინალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი ჟუნიორ მორაესი აღიარა (9.2 ქულა), მისი თანაგუნდელი ალან პატრიკი შეხვედრის მეორე გმირი გახდა (8.3), ხოლო დონეცკელთა გუნდში ყველაზე დაბალი შეფასება ქართველმა მცველმა მიიღო - 5.6.

"ვოლფსბურგის" მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა განაცხადა, რომ ხოჭოლავას მიერ ჟოაო ვიქტორის წაქცევისათვის მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა და ანგარიშს მისი გუნდი გახსნიდა. "მეშახტეთა" თავკაცმა ლუიშ
კაშტრუმ კი ხოჭოლავას ეპიზოდზე ყურადღება არ გაამახვილა.

ტურნირის ერთმატჩიანი პლეი-ოფები გერმანიაში ჩატარდება და 11 აგვისტოს, 1/4-ფინალში "შახტარის" მეტოქე "ბაზელისა" და "აინტრახტის" წყვილში გამარჯვებული იქნება. ამ გუნდების პირველი მატჩი გერმანიაში "ბაზელმა" 3:0 მოიგო, საპასუხო კი დღეს შვეიცარიაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კაშიას ყველა ვარიანტში სჯობია, რეებს სჩადის სან-ხოსეში, დაგვღუპავს პლეი-ოფებში
0
როდის იყო,საჯარიმოს გარეთ დარღვევაზე,პენალტი ინიშნებოდა?საოცარი მწვრთნელი ჰყოლია, ვოლფსბურგს.გაძევებით კი ,ალბათ იმიტომ გააძევა,რომ სახიფათო შეტევა ჩაშალა და თან ცინიკურად იუხეშა.სად ბურთი იყო და სად კიდევ ხოჭოლავა ჩაუხტა.სხვა ახსნა ვერ მოვძებნე.
სოსო
11:12 06-08-2020
0

სიახლეები პოპულარული