"მანჩესტერი", "ინტერი" და "კოპენჰაგენი" მეოთხედფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
5 აგვისტოს, ევროპა ლიგაზე, "შახტარი"-"ვოლფსბურგის" გარდა, კიდევ 3 განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა და 3 მეოთხედფინალისტი გაირკვა.

"მანჩესტერს" ავსტრიაში ლასკ-ი განადგურებული ჰყავდა (5:0), "ოლდ ტრაფორდზეც" დაამარცხა (2:1) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მანჩესტერი - ლასკ 2:1
გოლები: 0:1 ვიზინგერი (55), 0:2 ლინგარდი (57), 2:1 მარსიალი (88)

"ინტერმა" ესპანეთში 1:0 მოგების შემდეგ მილანშიც დაჯაბნა "ხეტაფე", ამჯერად 2:0 და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ინტერი - ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (33), 2:0 ერიკსენი (83)
გამოუყენებელი პენალტი: მოლინა (76, ხეტაფე)

"კოპენჰაგენს" "ისტანბულთან" პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, სახლში
კი 3:0 სძლია და პლეი-ოფში გავიდა.

კოპენჰაგენი - ისტანბული 3:0
გოლები: 1:0 ვინდი (4), 2:0 ვინდი (53, პენ), 3:0 ფალკი (62)

დღეს, 6 აგვისტოს, დარჩენილი 4 მერვედფინალური შეხვედრა ჩატარდება:

ბაიერი - რეინჯერსი
სევილია - რომა
ბაზელი - აინტრახტი
ვულვერჰემპტონი - ოლიმპიაკოსი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული