"ვოლფსბურგთან" ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "შახტარის" მცველის, დავით ხოჭოლავას გაძევებაზე კომენტარი უეფას ყოფილმა მსაჯმა, უკრაინელმა მიროსლავ სტუპარმა გააკეთა.
"ამ მატჩში ვიხილეთ, თუ რამდენად სერიოზული მოკამათეა მსაჯისთვის ვიდეოგამეორების სისტემა. ივან კრუჟლიაკი დინამიკურ და სწრაფ მომენტში თავიდან ვერ გაერკვა, სად წააქციეს ჟოაო ვიქტორი. არბიტრი ეპიზოდს ჩამორჩა, ვერ ასწრებდა დინამიკას და ამიტომ მოეჩვენა თერთმეტმეტრიანი. თუმცა წესების დარღვევას საჯარიმომდე რამდენიმე მეტრით შორს ჰქონდა ადგილი (მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება და პენალტის ნაცვლად საჯარიმო დანიშნა - რედ.).
სამართლიანი იყო თუ არა ხოჭოლავას გაძევება? ვიქტორს
კარგი პასი გაუკეთეს, ბურთი მარცხნივ გაიგდო და მეკარე პიატოვი მოატყუა. გოლკიპერი ეპიზოდიდან უკვე გამოთიშული იყო. ასწრებდა თუ არა მატვიენკო? ესეც საკითხავია. უფრო იქითკენ ვიხრები, რომ მიკოლა "ვოლფსბურგის" ფეხბურთელს ხელს ვერ შეუშლიდა.
კრუჟლიაკმა ხოჭოლავა გააძევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ არიგებდა ბარათებს ან მკაცრ ზომებს იღებდა. პირველ ტაიმში არავინ გაუფრთხილებია, თუმცა ჩვენი მსაჯები აუცილებლად უჩვენებდნენ ყვითელ ბარათს 25-ე წუთზე (სტეპანენკოს მონაწილეობით) და 36-ეზე (მარლოსის მონაწილეობით). კრუჟლიაკი დისციპლინარულ ზომებს გონივრულად მიმართავდა.
მეორე ტაიმში მან ბრუკსი გააძევა, რომელიც მჭიდროდ მეურვეობდა მარლოსს და ორი ყვითელი ბარათი გამოიმუშავა. ყველაფერი ზუსტად და სამართლიანად გააკეთა და დემონსტრაციული ემოციურობისათვის სასჯელმა თავისი "გმირი" მოძებნა. ეს არბიტრის ოსტატობაა".