ხულენ ლოპეტეგი: ფინალში გასვლა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერის" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "სევილიას" მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერები ვართ. ეს რთული მატჩი იყო და მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. "მანჩესტერის" ძლევა ადვილი არ არის, დიდი გუნდია, მაგრამ ეს შევძელით.

ჩვენმა მეკარემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. იასინ ბუნუ მეორე ტაიმში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გავიხარე. დღესაც რთული გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ დაძაბულ მატჩში ჩვენი მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ", - განუცხა
და ლოპეტეგმა უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ არ მიყვარს მანჩესტერი, ფერგის დროიდან. იმიტომ რომ სიმულანტების, მატყუარების, მსაჯზე ზემოქმედებისთვის სპექტაკლების დადგმის გუნდია. მაგრამ, ჰეი ლოპეტეგი, სადა ბანაობ?! შეგჭამა მანჩესტერმა! ძალიან შემეცოდა და სიმპატიითაც განვეწყვე მათ მიმართ. რას იზამ, ფეხბურთში იღბალი ბევრს ნიშნავს. პსჟ-ს ტუხელმა - მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ატალანტა ლამის ცენტრს არ გადმოცილებია, ბედმა მოგვაგებიაო. ამიტომ ინტერს და შახტარს გაუმარჯოს!
alexandre
17 აგვისტო 2020 10:48
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული