ევერ ბანეგა: როცა თამაში არ მიგვდის, თავგანწირვით ვიბრძვით

AutoSharing Option
"სევილიას" ნახევარმცველი ევერ ბანეგა ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოთიშვისა და ფინალში გასვლის შემდეგ ბედნიერია და თავის ემოციებს ჟურნალისტებს უზიარებს.

"ჩვენ ერთი ნაბიჯის გაკეთებაღა დაგვრჩა. მე ამ კლუბში შეთამაშებას კარგად ვგრძნობ. თითოეული მატჩი რთულია და ბოლომდე დახარჯვა გვიწევს, თუმცა ჩვენს შანსს ყოველთვის ვუცდით ხოლმე. გუნდი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს, ხოლო, როცა თამაში არ მიგვდის, გიჟური თავგანწირვით ვიბრძვით." - ციტირებს ბანეგას უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, "სევილიამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" 2:1 სძლია. დღეს "შახტარსა" და "ინტერს" შორის მეორე ფინალისტი გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული