ხოჭოლავა: გიჟი თავდამსხმელები ჰყავთ - "გადაგვყლაპეს"

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" 0:5 განადგურების შემდეგ კომენტარი "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.

"კარგი გზა გავიარეთ, მაგრამ ამ წაგების გამო ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ვერ ვიტყვი, რომ ანგარიში თამაშის შესაბამისია, მაგრამ მათ ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს. უფრო "შახტარმა" ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაში, ვიდრე ის, რომ "გადაგყლაპეს". შეტევაშიც უკეთ შეგვეძლო მოქმედება და დაცვაშიც.

მეორე ტაიმმა ფსიქოლოგიურად გაგვანადგურა. წინ გავიქეცით და გავიხსენით. მათ გიჟი თავდამსხმელები ჰყავთ. ძნელია მათთან ერთი-ერთზე თამაში. ამიტომაც კიდევ გავუშვით გოლები.

პირველ გოლამდე კარგად ვმოქმედებდით. უფრო ფლანგებიდან ვთამაშობდით, განაპირა მცველები
კარგად იდგნენ, შეტევებს იწყებდნენ. განსაკუთრებით სახიფათო მომენტების შექმნა ვერ მოვახერხეთ. პირველმა გოლმა თამაში გატეხა.

ეს კარგი ევროსეზონი იყო. ეს მატჩი უნდა გადავხარშოთ, პლუსები უნდა ვეძიოთ. უკრაინისთვის ქულები მოვიპოვეთ", - განაცხადა ხოჭოლავამ "ТК Футбол"-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი არ გადაგლაპეს დაგაყლ-ვეს მთელი გუნდით!
მწრთვნელი
21:33 18-08-2020
2
მოიცა, უდრებს ხო არ ურტყამდნენ?! :O
ვვვ
19:56 18-08-2020
3

სიახლეები პოპულარული