ბანეგამ კონტეს პარიკზე დასცინა და ძალიან გააბრაზა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის"ცნობით, ევროპა ლიგის ფინალის პირველ ტაიმში "ინტერის" მწვრთნელ ანტონიო კონტესა და "სევილიას" ნახევარმცველ ევერ ბანეგას შორის კონფლიქტი მოხდა.

მე-16 წუთზე კონტემ ჩათვალა, რომ დიეგო კარლოსის მიერ საჯარიმოში ხელის თამაშის გამო პენალტი უნდა დანიშნულიყო, ბანეგა კი იტალიელთან მივიდა, თავზე ხელი მოიკიდა და ჰკითხა, ნამდვილი თმა აქვს თუ პარიკი უკეთია.

კონტემ არგენტინელს უთხრა, რომ მატჩის შემდეგ დაელოდებოდა. მსაჯმა დანი მიკელიმ ანტონიოს ყვითელი ბარათი უჩვენა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭიტლაყის ღირსია ბანეგა!
0
მართლა პარიკი ადევს თავზე?
100%
17:57 22-08-2020
1

myquiz
სიახლეები პოპულარული