"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ეს არის ჭაობი, რისთვის ფინანსდება ეს არავისთვის საინტერესო ტურნირი ჩვენი ჯიბიდან გამაგებინოს ვინმემ. მაინტერესებს თუ გადაიხდიდით ფულს უინტერესო სპექტაკლში, ფეხბურთიც ხომ წარმოდგენა და ერთგვარი შოუა. ფულს ჯიბიდან ვუხდით და ესენი რაღაცას ცოდვილობენ და თავს გვჭრიან ყოველ წელს. ფედერაციას უნდა გადაუკეტო ეს მზამზარეული შემოსავალი, მერე დაფაცურდება მთელი საფეხბურთო სამყარო.
ირაკლი
27 აგვისტო 2020 22:01
0
თუ ვინმემ მეტნაკლებად ბურთის გორება იცის,ყველა ქვეყნიდან გარბის,რომ სხვა ლიგებში სცადოს ბედი,ამიტომ საერთოდ არ გამკვირვებია ესეთი მარცხი.
სამწუხაროდ
27 აგვისტო 2020 22:03
0
საშუალოზე დაბალი დონის გუნდია აპოლონი და დაგვჯაბნა აშკარად!! ქართული კლუბებიდან ასე თუ ისე ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა საბურთალოს, რომელმაც ყველა სათამაშო კომპონენტში წააგო!! რომელია საბურთალოდან ნაკრებში თამაშის ღირსი??? მერე ამბობენ მალი მაგარიაო და სხვებიცო და გამოძახონ ნაკრებშიო, კი მაგრამ ესეთი დონის კლუბი რომ დაგჩაგრავს და თავს ვერაფრით გამოიჩენ, ეროვნულ ნაკრებში რა გესაქმება არ ვიცი რა!
zaza
27 აგვისტო 2020 23:02
2
რაზე ხარჯავს სახელმწიფო 300 მილიონს. ასე მოყვარულებიც ითამაშებენ. იქნებ ფედერაციამ აუდიტი მაინც მიადევნოს ამ ხალხის ფულს.
ქომაგი
27 აგვისტო 2020 22:00
0
უბრალოდ, დავიღალეთ....
თორნიკე ( რაჭა)
27 აგვისტო 2020 22:00
0
უბრალოდ კი არა , მართლა მაგრად დავიღალე მე და ხანდახან ბრაზი მაღრჩობს ამ უთავმოყვარეობის განსახიერებებს რომ ვუყურებ . ფეხბურთელები ვართო რომ ჰგონიათ ამ გაჭირებულებს თან :(
zaza
27 აგვისტო 2020 23:30
0
იმედია შეგრცხვათ მაინც ....
dima
27 აგვისტო 2020 21:57
1
,,არარატ-არმენიასთან" წაგების შემდეგ უკვე ,,პროგრესად" ეთვლება საბურთალოდ კვიპროსულ კლუბთან მარცხი.
ქომაგი
27 აგვისტო 2020 22:57
2
სეზონი იწყება კიპრზე ციტრუსების,ბარემ დარჩით მთელი ე.წ. დელეგაცია. კაი ფულს მოარტყავთ..
თორნიკე ( რაჭა)
27 აგვისტო 2020 22:40
0
წვერის საპარსი არ აქვთ ამ გოიმებს თუ ვინმეს აშინებენ წვერებით? რას გვანან ეს საწყლები ან ამ მეკარეს თმები რა სტილზე აქვს ბოლოში აპრეხილი ქალივით
zura
27 აგვისტო 2020 23:30
9
ერთი კვარაცხელიას ყურება ჯობია 100 კაციანი ქართული ევრო კლუბების ცქერას.ფსკერი...
ბაჩი
27 აგვისტო 2020 23:27
0
მართალი ხართ ,დავითაშვილიც მაგარია ძალიან ,ბოლო დროს მარტო მაგათ ვუყურებ ,უყვართ მაგათ თავიანთი საქმე და ნიჭიერებიც არიან , ღმერთმა გაუმარჯოს.
დევკალიონი
28 აგვისტო 2020 00:53
0

სიახლეები პოპულარული