"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
კობიაშვილო გერმანიაში მაინც ხარ ნაცხოვრები, გვიპასუხე სად ნახე მანდ კაცი ცხრა საქმეს ერთად ეკიდებოდა? რა ჯანდა გჭირთ? ვინ დაგწყევლათ ასეთმა? ან მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას, უაზრო ამბიციებით ნაცარქექიობის გარდა რას აკეტებთ? სადაა ხალხის ფულის 300 მილიონის შედეგი? ატკატები იყო ყველა?
ფიფია
28 აგვისტო 2020 00:25
5
ქართული ფეხბურთი არის ერთი დიდი “სახინკლე”
c
27 აგვისტო 2020 22:45
1
ამათ შარშან არ შერცხვათ და...
ზორბეგი
27 აგვისტო 2020 22:30
1
მგონისაერთოდ ვერ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ იმ ხალხის მიმაეთ ვინც ხელფას უხდია და ერთხელაც იქნება ხალხს ყელაში ამოუვა ამათი წაგებული სახეების ყურება, ადმინ დადე კომანტარი ნუ ბლოკავ
კობა
27 აგვისტო 2020 23:36
0
გერმანული მოდელი უნდა დავნერგოო, ვიღაცამ თქვა ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების წინ. ნამყოფია გერმანიაში?
გელა
27 აგვისტო 2020 22:48
0
კობიაშვილის დროს საქართველოს კლუბების დონე სტაბილურად ქვეითდება. ერთად ერთი პრიზი EQUAL GAME 2018.
გოგი.
28 აგვისტო 2020 10:57
0
დაცვა სუსტია,კუპატაძე ძალიან სუსტია, საბურთალო...... კომენტარი ზედმეტია
ბუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ...............
27 აგვისტო 2020 22:47
0
კობიაშვილი დეპუტატად!
ჯონდო
27 აგვისტო 2020 22:30
1
სტოპ ფეხბურთო!
nika
27 აგვისტო 2020 22:03
4
ამ მეკარეებს მაინც რა ჭირთ? ახლა ბათუმის თამაშიც გადის და მეკარე იქაც არაფერია!ერტი სიტყვით ქართული ფეხბურთი პროფესიულ დონეზე კომატოზურ მდგომარეობაშია. ვინც უნდა მიხედოს ისისნი პარლამენტარობას ცდილობენ. იქაც ადგილს იკავებენ აქ კი საქმეს ღუპავენ. ახლა თქვენ თვითონ დაასკვენით რასთან გვაქვს საქმე?
პრაგმატიზმი
27 აგვისტო 2020 23:09
1
მართლა და სად მიდის ამდენი ფული, რამდენი გაჭირვებულის და მშიერის დაპურება შეიძელებოდა ამ მილიონებით, ნორმალურ ქვეყანაში ამის შემდეგ ვინმემ პასუხი უნდა აგოს...არა , ნორმალურ ქვეყნებში ამის შემდეგ ვიღაცას აუცილებლად შეაწუხებს სინდისი და თანამდებობას დატოვებს, აქ პირიქით - ახალი თანამდებობებისთვის იბრძვიან , უფრო დიდისთვის , ვითომ აქ ამიწურეს თავის შესაძლებლობები, ჩვეულებრივად დასაჭერები არიან პატრონი რომ ყავდეს ამ ქვეყანას....
ბესარიონ
28 აგვისტო 2020 11:41
1

სიახლეები პოპულარული