"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
ამ მეკარეებს მაინც რა ჭირთ? ახლა ბათუმის თამაშიც გადის და მეკარე იქაც არაფერია!ერტი სიტყვით ქართული ფეხბურთი პროფესიულ დონეზე კომატოზურ მდგომარეობაშია. ვინც უნდა მიხედოს ისისნი პარლამენტარობას ცდილობენ. იქაც ადგილს იკავებენ აქ კი საქმეს ღუპავენ. ახლა თქვენ თვითონ დაასკვენით რასთან გვაქვს საქმე?
პრაგმატიზმი
27 აგვისტო 2020 23:09
1
საშუალოზე დაბალი დონის გუნდია აპოლონი და დაგვჯაბნა აშკარად!! ქართული კლუბებიდან ასე თუ ისე ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა საბურთალოს, რომელმაც ყველა სათამაშო კომპონენტში წააგო!! რომელია საბურთალოდან ნაკრებში თამაშის ღირსი??? მერე ამბობენ მალი მაგარიაო და სხვებიცო და გამოძახონ ნაკრებშიო, კი მაგრამ ესეთი დონის კლუბი რომ დაგჩაგრავს და თავს ვერაფრით გამოიჩენ, ეროვნულ ნაკრებში რა გესაქმება არ ვიცი რა!
zaza
27 აგვისტო 2020 23:02
2
,,არარატ-არმენიასთან" წაგების შემდეგ უკვე ,,პროგრესად" ეთვლება საბურთალოდ კვიპროსულ კლუბთან მარცხი.
ქომაგი
27 აგვისტო 2020 22:57
2
ერთი ასეთი კაი იდია მომივიდა ამათან მიმართებაში ამათ რომ უყურებ მართლაც გამზადებული ფული მიაქვთ სახლებში ხომარ ჯობია ჩემპიონატი კიდევ შევამციროთ და ამათ მეორე ლიგაში უკრათ თავი და იქნებ მერე მოვიდნენ აზრზე და ან ივარჯიშონ იმის გულისთვის რომ მაღალ ლიგაში ამოსვლა მათვის ლიგის ტოლფასი გახდეს
Gio
27 აგვისტო 2020 22:52
2
გერმანული მოდელი უნდა დავნერგოო, ვიღაცამ თქვა ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების წინ. ნამყოფია გერმანიაში?
გელა
27 აგვისტო 2020 22:48
0
კობიაშვილის დროს საქართველოს კლუბების დონე სტაბილურად ქვეითდება. ერთად ერთი პრიზი EQUAL GAME 2018.
გოგი.
28 აგვისტო 2020 10:57
0
დაცვა სუსტია,კუპატაძე ძალიან სუსტია, საბურთალო...... კომენტარი ზედმეტია
ბუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ...............
27 აგვისტო 2020 22:47
0
ქართული ფეხბურთი არის ერთი დიდი “სახინკლე”
c
27 აგვისტო 2020 22:45
1
სეზონი იწყება კიპრზე ციტრუსების,ბარემ დარჩით მთელი ე.წ. დელეგაცია. კაი ფულს მოარტყავთ..
თორნიკე ( რაჭა)
27 აგვისტო 2020 22:40
0
სამწუხაროა და გული მტკივა.
გრაფი
27 აგვისტო 2020 22:34
1
მალადცი ორლი)
ჟუჟუნა
27 აგვისტო 2020 22:32
0

სიახლეები პოპულარული