"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ყოჩაღ ჭიაბრიშვილი და მთელი გუნდი.ფიზიკაში უჭირთ,ბოლოს ძლივს გადაადგილდებოდნენ მინდორზე.ესეც გამოსწორებადია.გილოცავთ და წარმატებები
ნუკრი
28 აგვისტო 2020 09:04
2
საინტერესო ერი ვართ ყველა ხომ პრაფესორია ამ ქვეყანაში წააგებენ აგინებენ მოიგებენ დასცინიან. აბა რა ჩემი .... გინდათ?
დათო
28 აგვისტო 2020 07:19
2
ეხლა ნუ მიაც მოაცვავთ ეს ვითომ ექსპერტები და ნუ პროფესორობთ დააყენეთ ერთი ადგილები ალბათ წააგეთ და გიტყდებათ მაგიტომ გილოცავ ლოკო წარმატებები
Gio
28 აგვისტო 2020 05:28
3
კაია მოგება!!!! ასეა თუ ისე , ხომ მოვიგეთ!!!/ უბრალოდ ერთი გამაგებინაა ის მეორე გოლზე იმათი მცველი და მეკარე, რაზე ფიქრობდნენ ნეტა??? :D / მაგრამ ლოკომოტივი ყველაზე ნაკლები დამნაშავე იქნება თუკი იმათ მცველს რაღაცეებს დასწამებენ... გააატანინეეს და გაიტანა, გასატანი უნდა გაიტანო!!! :D
Vasili
28 აგვისტო 2020 01:43
1
კარგად დააკვირდით ლოკომოტივის გატანილ გოლებს და მიხვდებით რომ ჩაწყობილი თამაში იყო. განსაკუთრებით მეორე გოლის დროს ჩანს, როგორ სპეციალურად არ უშლის ხელს მცველი და მეკარეც სივრცეს უთმობს გოლის გასატანად. ამათ ვინ უნდა მოატყუონ, ამ ჭ კლასის მოთამაშეებმა. ხთფუი
ჰიჰი
28 აგვისტო 2020 00:59
44
ფეხბურთის თუ რამე გაგეგება ბრმაც დაინახავდა, რომ იმრანს მარცხნივ თავისუფალი თანაგუნდელი ყავდა და ამიტომ დამცველი მარჯვენა მხარეს უკეტავდა და თან საჯარიმოში შესვლასაც უშლიდა. რამხელა ფანტაზიის უნარი უნდა გაგაჩნდეს, რომ ლოკომოტივმა თამაში ჩააწყო რუმინელებთან და გავიდაო ეს მოგაფიქრდეს. სხვა რამეს ჩააწყობდნენ და წაგებაზე? ცოტაა? წითლები, გოლები, კუთხურები და რა მოთვლის. იყიდესო რომ იფიქრო საერთოდ გიჟი უნდა იყო, ვის უნდა ეყიდა? იცნობთ ეგეთს? მოკლედ ალალად მოიგეს და ბიჭები მწვრთნელის დავალების შესრულებას ბოლიმდე ცდილობდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. არ ველოდი და ძალიან გამეხარდა. გილოცავთ და გგულშემატკივრობთ.
emigranti
28 აგვისტო 2020 02:50
5
შენი ჯიში მოვიკითხე მე,საქართველო უელსის ხუთით ნულზეც ეგ ბაზარი იყო ლოთების მხრიდან უბანში რო გახარებული ავედი,თქვენ სანამ არ გადაშენდებით არ გვეშველება
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
28 აგვისტო 2020 01:15
8
ჭიაბერაშვილი არის ჭიაბერაშვილი! თამაში დაყენებული აქვს!
მწრთვნელი
28 აგვისტო 2020 00:40
3
ყოჩაღ და მადლობა.
100%
28 აგვისტო 2020 00:40
3
ბათუმმა სამი გოლი გაუშვა, საბურთალომ ხუთი, მაგრამ ჯავრი მაინც ვიყარეთ და საბურთალოელებს ერთი გოლი მაინც გაუტანიათ, ყოჩაღ საბურთალოს!!! ცოტა ფინანსებიც რომ უწყობდეთ ხელს, მესი, სუარესი, კავარო, ან მთლიანად ჩელსი რომ აყიდვინა, მერე გენახათ გოლების ცვენა, ეხლა კი, ეხლა ის ერთიც ყარაულის თოფივით გაუვარდა ალბათ, აბა რაფრა უნდა გეეტანა საბურთალოს გოლი? როცა კარში დარტყმაში არ უვარჯიშიათ, არც წელს და არც შარშან...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 აგვისტო 2020 00:35
10
მაროკოელი უმარა
თქვენ ნუ გგონიათ ხუმარა,
მცველი-მეკარე "ასწია",
ერთი ნაბიჯით გაგვსწია
alex
28 აგვისტო 2020 00:23
2
ყოჩაღ ლოკოს ბიჭები! მხოლოდ ერთი გამაგებინეთ, საქართველოს ჩემპიონატშ ასეთ ტემპში დარბიხართ? ასეთივე კონტრშეტევები გაქვთ, ასეთივე პრესინგი? ესე იგი ჭიაბერაშვილი სრიოზულ გუნდს აყენებს. ამას რა ჯობს?! წარმატებებს გისურბებთ!
alexandre
28 აგვისტო 2020 00:11
6

სიახლეები პოპულარული