"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
მთავარი მწვრთნელები მოდიან და მიდიან, მაგრამ დილა თოფურიძე წლებია მანდ არის და მისი დიდი დამსახურებაა, თუ ლოკომოტივი ამ.ხნის განმავლობაში რამე შედეგს აღწევს. წარმატებები დიმა და მალე მთავარ მწვრთნელადაც დანიშნულიყავი ან მანდვე ლოკოში ან სხვა გუნდში :)
მიდი ლოკო - ლოკომოდიმა
28 აგვისტო 2020 10:39
1
ძალიან ალოგიკური შედეგი იყო,მაშინ როცა ჩემპიონი დინამო საკუთარ მოედანზე ტირანასნაირ გუნდთან უშანსოდ მარცხდება, ლოკომოტივისგან რუმინეთის ვიცეჩემპიონის დამარცხება თითქმის წარმოუდგენელია.არ ვამბობ, რომ ვინმემ რამე იყიდა, მე ის მგონია, რომ რუმინელებს ეკიდათ წლევანდელი ევროპალიგა და ტოტალიზატორზე იყომარეს. არ თქვას ვინმემ ასეთები არ ხდებაო. თუ მცდარია ჩემი ვარაუდი მხოლიდ გამიხარდება,ლოკომოტივს კი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსსურვებ.
irakli81
28 აგვისტო 2020 09:51
8
ბათუმმა სამი გოლი გაუშვა, საბურთალომ ხუთი, მაგრამ ჯავრი მაინც ვიყარეთ და საბურთალოელებს ერთი გოლი მაინც გაუტანიათ, ყოჩაღ საბურთალოს!!! ცოტა ფინანსებიც რომ უწყობდეთ ხელს, მესი, სუარესი, კავარო, ან მთლიანად ჩელსი რომ აყიდვინა, მერე გენახათ გოლების ცვენა, ეხლა კი, ეხლა ის ერთიც ყარაულის თოფივით გაუვარდა ალბათ, აბა რაფრა უნდა გეეტანა საბურთალოს გოლი? როცა კარში დარტყმაში არ უვარჯიშიათ, არც წელს და არც შარშან...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 აგვისტო 2020 00:35
10

სიახლეები პოპულარული