ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სტუმრად 0:3 დამარცხდა ბეერ შევას "ჰაპოელთან" და ტურნირს გამოეთიშა.

მასპინძლები დებიუტში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოსუემ დააწინაურა, შუა პირველ ტაიმში კაბჰამ კობახიძისგან რიკოშეტით დალაშქრა ალავიძის კარი; ხოლო მეორე ტაიმში ჟოსუემ საჯარიმოთი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და "ჰაპოელმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პეტახ-ტიკვა. "ჰამოშავა"
ჰაპოელი - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 ჟოსუე (9), 2:0 კაბჰა (21), 3:0 ჟოსუე (61)

ჰაპოელი: ლევიტა, დადია, ვიტორი (ტაჰა 79), ტზედეკი, გოლდბერგი, სალალიჩი, კაბჰა (იოზეფი 62), კელტიენსი, ჟოსეუ, აცოლატსე, ჩვირო (ვარენე 75)

დინამო
(ბთ): ალავიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე 45), ობაობონა, კობახიძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 77), ტეიდი, ჯიღაური, ფლამარიონი, გონსალვესი, ნიქაბაძე (რეინალდო 64)

მკითხველის კომენტარები / 44 /
ანგარიში არ ასახავს შეხვედრის შინაარსს,ვინც უყურა მატჩს დამეთანხმება.ბათუმი არ იმსახურებდა ასეთ მარცხს.გუნდმა საკმაოდ გამართული ფეხბურთი ითამაშა.ცოტა გამოუცდელობა,ცოტა სტუმრად თამაშის ფაქტორი,ცოტაც უიღბლობა და ეგარი..დარწმუნებული ვარ ამ გუნდს აქვს კარგი მომავალი.
ქობულეთიდან
28 აგვისტო 2020 04:38
5
100პროცენტით გეთანხმები.რაც მომექონა დინამოს თამშში ეს იყო ტემპი ევრიპული სტანდარტის.თუ ეს გუნდი არ დაშალეს მომავალ წელს ჯგუფურ ეტაბზე ითამაშებს.ახალი გუნდი 1 ლიგიდან გადმოვიდა იმწელსვე ეევრო საგზური მოიოოვა ახლა ჩემპიონობა და მერე ევრო წარმატება.მე თბილისი დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ ამ ეტაბზე დალაგებული და მიზან დასხული ბათუმია
M
28 აგვისტო 2020 08:39
2
მარტო კობიაშვილი კი არ უნდა გადადგეს არამედ მთლიანად არის ფეხბურთის ფედერაციის ბუდე დასაშლელი
ზაზა
28 აგვისტო 2020 00:01
12
საბურთალო-მწვრთნელი ნული, მეკარე ნული, ამბიცია მეპატრონეების მოგვეცა ლხენა!
ბათუმის დინამო-მეკარე ნული, გუნდი არაუშავს, მწვრთნელი კარგი, მეპატრონეები ცდილობენ მაინც!
ფედერაცია -ორი ნული. კობიაშვილო გერმანიაში მაინც ხარ ნაცხოვრები, გვიპასუხე სად ნახე მანდ კაცი ცხრა საქმეს ერთად ეკიდებოდა? რა ჯანდა გჭირთ? ვინ დაგწყევლათ ასეთმა? ან მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას, უაზრო ამბიციებით ნაცარქექიობის გარდა რას აკეტებთ? სადაახალხის ფულის 300 მილიონის შედეგი? ატკატები იყო ყველა?
პრაგმატისტი
28 აგვისტო 2020 00:09
5
არ გინდათ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ევროტურნირების ფსკერია და ერთმა ნაკლებად სუსტმა გუნდმა მეორე უფრო სუსტ გუნდს მოუგო. ვიღაცა ამბობდა, უშანსოდ არ წაუგიათო - აბა, 0:3 შანსიანად წაგებაა? ვიღაცამ კიდევ თქვა, მწვრთნელი, მეკარე და დაცვაა გამოსაცვლელი, თორემ გადასარევი გუნდიაო. თუ ნახევარი გუნდი თავის მწვრთნელიანად გამოსაცვლელია, გუნდი გადასარევი როგორაა?
ავთო
28 აგვისტო 2020 00:34
7
სხვათაშორის ბათუმის თამაში მომეწონა და შთაბეჭდილება დამრჩა რომ უფრო კარგი გუნდია ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდი და ლეგიონერებიც ძალიან კარგები ყავს.

პ.ს. სამივე გოლი მეკარეის სინდისზეა, უკეთესი მეკარე ეკუთვნის ბათუმის დინამოს
გიგა
27 აგვისტო 2020 23:47
7
გეთანხმები, მეც ძალიან მომეწონა ბათუმი _ ბურთის კონტროლი, სწრაფი მოქმედება, კომბინაციები, დარტყმის მცდელობები, ყველაფერი იყო და თითქოს სულ ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. ყოველ შემთხვევაში თბილისის დინამოზე და საბურთალოზე კარგად ნამდვილად ითამაშეს.
გაგა
28 აგვისტო 2020 00:08
4
"კედლის" სწორად დაყენებას რა ფული ჭირდება?
გოგა
28 აგვისტო 2020 00:30
0
სამივე გოლი მეკარის ბრალი იყო, სამივეს აღება შეიძლება. სწორედ ესეთი შეცდომები წყვეტს თამაშის ბედს!
რომა
28 აგვისტო 2020 00:23
3
პირველი გოლი მეკარის ბრალი კი არა,დაცვის ბრალი იყო რომა.დასარტყმელ პოზიციაზე,სულმთლად თავისუფლად გაუშვეს და დაარტყმევინეს.დარტყმა კი,მართლაც ბრწყინვალე გამოუვიდა.ცხრიანში.მეორე გოლი რიკოშეტით გავიდა და შემთხვევითობის ფაქტორი ამოქმედდა.მესამე გოლი კი,უკვე მეკარის კისერზეა.მგონი ბურთი ვერ დაინახა.წაგების მიუხედავად,ბათუმმა ფეხბურთი ითამაშა და ამიტომ ბევრს ვერაფერს ვუსაყვედურებ.ჩემპიონატის დონე რაც არის,ეს არის.ლოკომოტივმაც,მეტ ნაკლებად ,მაგრამ მაინც ითამაშა ფეხბურთი.რასაც საქართველოში თამაშობს,იმაზე უკეთესი,ნამდვილად იყო.აი დინამოს და საბურთალოს თამაშს,თამაში როგორ დავარქვა,ეგ უკვე აღარ ვიცი.ორივე შემთხვევაში,პირველი ტაიმის შემდეგ,სხვაგან გადავრთე არხი.დახოხავდნენ მინდორზე.დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,ისე ჩანს,რომ ჩემპიონატის გაზაფხული შემოდგომის სისტემაზე გადაყვანამ,ვერ გაამართლა.კლუბების ხელმძღვანელები,იმის საწინააღმდეგოდ იქცევიან,რა იდეაც ამ სისტემაში ჩადო ფედერაციამ.გუნდები გაძლიერების ნაცვლად,იშლებიან ზაფხულში.ასე მოხდა დინამოშიც და საბურთალოშიც.შედეგიც სახეზეა.მფლობელებმა,თავის ფეხბურთელებს,გუნდის დატოვების უფლება,ალბათ ზამთრის ფანჯარაში უნდა მისცენ,ზაფხულში კლუბისათვის დახმარების შემდეგ.სხვანაირად არაფერი გამოვა.თან კაპიკებში ჰყიდიან,რომ მსურველებმა ფეხბურთელებზე უარი არ თქვან და ამით,თვითონ ზარალობენ.თანაც,ასე თითქმის უფასოდ ნაყიდ ფეხბურთელს,მყიდველები ისე ექცევიან,როგორც ნაპოვნ ნივთს შეეფერება.ეგდოს,რავიცი,იქნებ რაიმეში გამომადგესო.ჰოდა ასე სკამზე ჯდომით ატარებენ საუკეთესო წლებს,ქართველი ტალანტები.კვარაცხელიას მაგალითი გაიხსენეთ,უფასოდ გაატანეს ლოკომოტივს,ხელფასს აგენტი უხდიდა,ოღონდ აეყვანათ და მათ,კიდევ დამატებითი მოთხოვნები წაუყენეს ფეხბურთელს,შენისთანებით სავსეა ჩვენი სკოლაო.მართლებიც იყვნენ თავისი გადმოსახედიდან.თავის გაზრდილ ფეხბურთელებში ფული ჰქონდათ დახარჯული და მისი დაკარგვა არავის უნდოდა,კვარა კი უფასოდ დაუსვეს და მათთვის არავითარი ფასი არ ჰქონდა.ისინი ხომ ჩონოვნიკები არიან და ყველაფერს,ფულის თუ ფასის პრიზმაში ხედავენ.სიომინი კი,ფეხბურთის სპეციალისტია და მიხვდა,რა ძვირფასი ქვა იმალებოდა ამ ბიჭში,თუმცა ჩინოვნიკის სიხარბემ იძალა და დაუმუშავებელი ალმასი,სანაგვეში გადააგდეს.იგივე დაემართა ჩაკვეტაძესაც,თუმცა მისი გენტში გაყიდვის ლოგიკა,კარგად ვერ გავიგე.ბავარიაზე თქვეს უარი და გენტში გაუშვეს.ეტყობა არც იყო ეს ლოგიკა.ასეთ ტალანტებს რომ ასე მოექცევიან,სხვაზე რაღას იზავენ.ამიტომაა,რომ წლობით სკამიდან სკამზე გადადიან ახალგაზრდა,პერსპექტიული ბიჭები,სანამ პერსპექტივა არ ჩაინავლება.გასაგებია,რომ დინამოს ბიზნესი,ახალგაზრდების გაზრდა და გაყიდვაა,მაგრამ ზუსტად ასევევა აიაქსიც და რუბინიც.ისინი აწინაურებენ ფეხბურთელებს და მერე,ძვირად ჰყიდიან.ჩვენ კი უფასოდ ვარიგებთ ბიჭებს და ამის ლოგიკას,უცხოელი ბიზნესმენი,ვერასოდეს გაიგებს.ის ფეხბურთელს ისე უყურებს,რიგორიც მისი ფასია.ვედრან ჩორლუკამ თქვა ხვიჩაზე,ჩვენთან ის,25 მილიონი ეღირებოდაო.ეს მაშინ,ლოკომოტივში რომ იყო,ახლა კი,რა ეღირება,თქვენ განსაზღვრეთ.რუბინში მისი ფასი,მგონი 4 მილიონი იყო,რუსთავმა კი,უფასოდ გაუშვა ლოკომოტივისათვის.მადლობა რუსთავის ხელმძღვანელობას,ბიჭის პერსპექტივისათვის ამხელა ზარალზე წავიდნენ,მაგრამ სულ თავისუფლად შეიძლებოდა,ეს ყველაფერი ხვიჩას საწინააღმდეგოდ შემოტრიალებულიყო.ბიზნესს თავისი კანონები აქვს.რაც შეეხება საბურთალოს და შარშანდელი თავისუფალი,ტემპიანი თამაშიდან,კვალიც აღარაა დარჩენილი.იმ სკანდალურმა დამარცხებამ და გულშემატკივრის აგრესიამ,გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა.მას შემდეგ,საბურთალო სულ სხვა გუნდია.წარმატების ტაღიდან გადმოვარდა და ძალიან ძნელი იქნება ისევ მაღლა ასვლა.თანაც საკადრო დანაკარგებიც დიდი გამოუვიდათ ამ ზაფხულს და დარჩენილებმაც ვერ ითამაშეს ისე,როგორც ეკადრებოდათ.ერთი სიტყვით არც ფიზიკურად,არც ფსიქოლოგიურად და არც ტექნიკურად,გუნდი მზად არ იყო ევროტურნირისათვის
სოსო
28 აგვისტო 2020 11:24
0
სასწრაფოდ უნდა გადადგეს კობიაშვილი! მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია რომ პროგრესი არ აქ ქართულ ფეხბურთს.
kolx
27 აგვისტო 2020 23:49
12
ბევრს შეიძლება ეწყინოს ჩემი ეს ნათქვამი,მაგრამ ამას სინანულით და გულისტკივილით ვამბობ მეც ველოდები ყოველ წელს, რომ რაღაც პროგრესი ექნებათ ქართულ გუნდებს, მაგრამ მე რასაც ვუყურებ დღეს: ბათუმის დინამოც,თბილისის დინამოც საბურთალოც წამყვანი ქართული კლუბები დიახ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ,მაგრამ ევროპული ასპარეზისთვის ეს არის ძალიან დაბალი დონე!! ჩვენი კლუბები პროგრესის მაგივრად რეგრესის გზას ადგანან, რადგან ჩემპიონატი უკვე ძალიან დაბალ დონეზე დასული ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა ამ აზრზეა ბოლო წლებში რა შედეგებიც აქვს ქართულ კლუბებს ეს აისახება უეფას საკლუბო რეიტინგზე და ამიტომაცაა რომ უკვე პირველი ეტაპიდანვე ერთვებიან ქართული კლუბები აღარ არიან განთესილები და ხვდებიან ძლიერ მეტოქეებს და სანამ სერიოზული მაშტაბური ცვილელები არ დაიწყება საქართველოს ჩემპიონატში არ ჩაიდება სერიოზული ინვესტიციები აქ ფეხბურთი საბოლოდ მოკვდება და ისიც აღარ იქნება რაც ახლა არის.
გელა
28 აგვისტო 2020 02:35
5
ბათუმმა დღეს მართლაც კარგი გამართული და
სასიამოვნო ფეხბურთი ითამაშა მიუხედავად შედეგისა, უკეთესი დაცვა და მეკარეა საჭირო.
Antoine
28 აგვისტო 2020 00:18
12

სიახლეები პოპულარული