კახა ცხადაძის "ორდაბასი" "ბოტოშანმა" გამოაგდო

AutoSharing Option
ყაზახეთის "ორდაბასი", რომლის მწვრთნელი კახი ცხადაძეა, ევროპა ლიგის გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ორდაბასი" ჩიმკენტში 1:2 დამარცხდა რუმინეთის "ბოტოშანთან".

უკვე მე-12 წუთზე მასპინძლებს დაწინაურების შანსი მიეცათ, მაგრამ დიაკატემ პენალტი ვერ გამოიყენა. 25-ე წუთზე ჰოლცმანმა სტუმართა გუნდი წინ გაიყვანა. 31-ე წუთზე მაჰლანგუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 33-ეზე დუგანჯიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ "ორდაბასი" 10 ქულით 3 გუნდთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი არ არის დიდი მწვრთნელი, ისე უფრო გაპიარებული მწვრთნელია!
გაბო
16:13 28-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული