ჭიაბრიშვილი: ჩვენზე ძლიერი გუნდი დავამარცხეთ - ახლა კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებულნი

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრაიოვის "უნივერსიტატეას" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"ჩვენ სასარგებლოდ ბევრი რამ მოხდა. ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ყველასთან შეიძლება ბრძოლა. ეს ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ. რეალობაა, რომ კენჭისყრაზე ვართ დამოკიდებულნი. არაა საჭირო არასწორი მოლოდინის გაჩენა. წაგების შემდეგ გვაკრიტიკებენ, რადგან არასწორი მოლოდინი არსებობს. ვერ გეტყვით, რისი მოლოდინი მაქვს მომდევნო ეტაპზე. ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვერ დაგპირდებით, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ჩვენს გუნდებს მეორე ნომრად თამაში უჭირთ. თავიდან მეტოქე უპირატესობას ფლობდა და გაგვიმ
ართლა, რომ გოლი არ გავუშვით. შემდეგ უკვე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ.

დღეს პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან სათამაშო დისციპლინა კარგი იყო. სტაბილურად ასე უნდა ვითამაშოთ და კმაყოფილი ვიქნები.

ნიკა სანდოხაძის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. ექიმი გამოკვლევაზე გაჰყვა და გვითხრა, რომ კარგადაა. კარგად ითამაშა და შემართება თანგუნდელებს გადასდო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა გახარებისთვის! ქართული ფეხბურთის გადასარჩენად იქნებ მწვრთნელები დაეხმაროთ ერთმანეთს? ჩვენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები მანამდე კი აეკრძალოთ უმაღლესი ლიგის გუნდთან მუშაობა
შოკირებული გულშემატკივარი
17:03 28-08-2020
2
ნამდვილად მწვრთნელმა მოიგო ეს თამაში,რა თქმა უნდა ფეხბურთელების დამსახურებაც დიდია,თუმცა ჭიაბრიშვილმა დაამტკიცა რომ მაღალი დონის მწვრთნელია.სამ ფეხბურთელს დაეჭიმა კუნთი ბოლოს,ვერ გაუქაჩეს ევროპულ ტემპს,ანუ მწვრთნელმა მაქსიმუმი გამოწურა თავისი ფეხბურთელებიდან,ამას მოხერხება უნდა.
Master
15:35 28-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული