გეგუჩაძე: ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჰაპოელთან" დამარცხების შემდეგ თავისი კლუბის საიტთან კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. მარცხი, შეგვიძლია, გარკვეულწილად უიღბლობასაც დავაბრალოთ. "ჰაპოელს" ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება აქვს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მე არ ვიტყვი იმას, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა ეს ანგარიში მართლაც რომ მეტისმეტია.

მინდა, ჩემი ბიჭების სასახელოდ ვთქვა, რომ მოინდომეს. კარის ასაღებად კარგი მომენტები გვქონდა. რთული თამაშს მოლოდინი გამართლდა და საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ამით ჩვენი მიზნები და
ამოცანები არ იცვლება, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას გავაგრძელებთ. ბუნებრივია, მარცხი არავის უხარია - არც ჩვენ, არც ფეხბურთელებს და თავისთავად ცხადია, არც გულშემატკივრებს. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა. ამ შეფასების გარეშე წინსვლა ვერ გვექნება და თუ სწორად შევაფასებთ, აუცილებლად იქნება პროგრესი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამომ ჯგუფში ყველა თამაში წააგო თუ არ ვცდები,მაგრამ რაც შეეხება ზესტაფონს ღირსეულად ითამაშა,ის მართლა კაი გუნდი იყო,გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ,თან ფეხბურთელებიც ჭირდება ცოტა ნორმალური,რაც არც ისე ბევრია საქართველოში, და ასე შემ. კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები გიას!
zoi.
06:47 30-08-2020
1
თითქოს არაა ცუდი მწვრთნელი, მარა რაღაც არ უმართლებს ახალგაზრდულის ფიასკოც გვახსოვს ფარერებთან.
1

სიახლეები პოპულარული