ჟოზემ "შკენდიას" კარების შეცვლა მოთხოვა

AutoSharing Option
მოურინიო თავის სტიქიაშია. ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრის წინ ჟოზემ "შკენდიას" მოედანზე კარების შეცვლა მოითხოვა. 

"მატჩის წინ სასაცილო სიტუაცია შეიქმნა. გახურებისას ჩემმა მეკარეებმა თქვეს, რომ კარები პატარა იყო. მეც წავედი და შევამოწმე. ისინი მეკარეები არიან და საათებს ატარებენ კარში დგომაში. ამიტომ მათ არ ეშლებათ, როდის არის კარი არასწორი ზომის. მე მეკარე არ ვარ, თუმცა ბავშვობიდან მაქვს ფეხბურთთან შეხება. ამიტომ მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. ჩვენ ვთხოვეთ უეფას, შეემოწმებინა კარები და დიახ, ისინი 5 სანტიმეტრით დაბალი აღმოჩნდა. რა თქმა
უნდა, ჩვენ მოვითხოვეთ მათი ნორმალური ზომის კარებით ჩანაცვლება", - ციტირებს მოურინიოს talksport.com-ი.

Sportall.Ge


მოურინიომ საკუთარ "ინსტაგრამზე" სახალისო პოსტიც გამოაქვეყნა: "მეგონა, რომ სიმაღლეში გავიზარდე, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ კარები იყო 5 სანტიმეტრით დაბალი".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ მოურინიო მოურინიო, პი..იშ კაკ ტროცკი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
15:52 25-09-2020
0

სიახლეები პოპულარული