ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას "მაკაბიმ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "როსტოვი" და პლეი-ოფში "ტოტენჰემს" შეხვდება. ამ მატჩში რუსებს მეორე გოლი 22 წლის ნახევარმცველმა მოჰამად აბუ ფანიმ გაუტანა და ნამატჩევს გასახდელში ლონდონური გუნდის თავდამსხმელ ჰარი კეინს მიმართა.
ეგზალტირებულმა ფანიმ ხელი სასქესო ორგანოზე მოიკიდა და დაიყვირა: "ჰარი კეინი ჩემს ასოზე".
"ტოტენჰემი" და "მაკაბი" ერთმანეთს 1-ელ სექტემბერს შეხვდებიან და კეინს შურისძიების საშუალება მიეცემა.