ევროპა ლიგა. I ტური: ლოჩოშვილმა ცსკა-სთან იბრძოლა, ჩაკვეტაძის "გენტი" დამარცხდა, "მილანმა" კვლავ იმარჯვა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ევროპა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი მატჩები 6 ჯგუფში ჩატარდა.

"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა-ს დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე ტრავმირებულია. არმიულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.

ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ჩეხეთში 0:1 დამარცხდა "ლიბერეცთან".

დამაჯერებლად დაიწყო ტურნირი "მილანმა", რომელმაც გლაზგოში 3:1 მოუგო "სელტიკს". "როსონერი" ყველა ტურნირზე უკანასკნელ 21 შეხვედრაში დაუმარცხებელია. თან, ზედიზედ ბოლო 10 მატჩში 2+ გოლი გაიტანა, რაც ბოლოს 56 წლის წინ მოხდა.

G ჯგუფი

ლესტერი - ზორია
3:0

ბრაგა - აეკი 3:0

H ჯგუფი

სელტიკი - მილანი 1:3

სპარტა - ლილი 1:4

I ჯგუფი

მაკაბი - ყარაბაღი 1:0

ვილიარეალი - სივასპორი 5:3

J ჯგუფი

ლუდოგორეცი - ანტვერპენი 1:2

ტოტენჰემი - ლასკი 3:0

K ჯგუფი

დინამო (ზაგრები) - ფეიენოორდი 0:0

ვოლფსბერგერი - ცსკა (მოსკოვი) 1:1

L ჯგუფი

ჰოფენჰაიმი - ცრვენა ზვეზდა 2:0

ლიბერეცი - გენტი 1:0

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძველი თბილისის დინამო, რომელმაც ევროპა შეაზრანზარა, ჰაერიდან არ შექმნილა. ეს მოწმობდა იმას, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში შეგვეძლო და ეს სპორტი ჩვენი იყო. ახლაც ასეა, მაგრამ დაუდევრობამ ფარერებში რაც მოხდა იქამდე დაგვიყვანა. საქმეს არაპროფესიონალურად ეკიდებიან და ამიტომ ვერ ავლენს უმეტესობა შესაძლებლობებს და ეს მწვრთნელების ბრალიცაა. ბევრმა ისე დაამთავრა კარიერა, რომ თავის თავის ნახევარი არ გამოუვლენია
ვუ ჰალი
23 ოქტომბერი 2020 12:13
0
ეს ლოჩოშვილი დინამოში არაფრად ვარგოდა,ავსტრიაში რაც გადავიდა,სულ ძირითადშია და საკმაოდ ნორმალურად თამაშობს ევროპა ლიგის კლუბში.რატომაა ასე გაქვთ ვინმეს პასუხი?ანუ დინამოს აქვს არასწორი მიდგომა ფეხბურთელებთან?იქ თუ თამაშობს,დინამომ რატომ ვერ გამოიყენა?ანუ მთლიანი სამწვრთნელო შტაბის პრობლემაა ეს და სისტემურად ყველა უნდა შეიცვალოს.მე თუ ვუკვირდები ამდენს,ფიფია არ უკვირდება?საერთოდ არავის აქვს ჭკუა ამ კლუბში???
Master
23 ოქტომბერი 2020 10:43
0
შენ გგონია ევროპაში ფეხბურთელები შაბათის თამაშის შემდეგ სახლში მიდიან,ლოცვას კითხულობენ და იძინებენ? იქაც მიდის ჩილიმიც,ალკოჰოლიც და კიდევ ბევრი გასართობი,თუმცა ევროპელმა იცის ზომა და წონა,ნებისმიერ საკითხში და ნებისმიერ პროფესიაში.მენტალიტეტი,განათლება,პასუხისმგებლობა,სიყვარული და შეგნება,ამ კომპონენტების ნაზავი ქმნის პროფესიონალიზმს,რომელის ნაკლებობასაც განიცდის საქართველო
Dinamo-ს
23 ოქტომბერი 2020 14:57
1
1)საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დროს სტიმული არ გაქვს, აქედან გამომდინარე რაცარუნდა კარგი ფეხბურთელი იყო თავს ვერ წარმოაჩენ, შენს ირგვლივ ვერ ხედავ ვერავის ინტერეს ვერც საფეხბურთო აგენტის, ვერც სკაუტების, დიდათ არც თვითონ კლუბს ენაღვლები როგორ ითამაშებ მაინც მუქთა ფული სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მისდის. 2) საქმისადმი ევროპული მიდგომა და არა ქართული "მენტალიტედ დებილ"! საქართველოში როცა შენი კლუბის მთელი სასტავი ზოგი შარდენზე აბოლებს ჩილიმს, ზოგი ღამის კლუბში გულაობს შენც გინდა არ გინდა მათ გზას გაყვები და იმ წუმპეში გადაეშვები, ავსტრიაში ლოჩოშვილის გვერდით პროფესიონალი ფეხბურთელებია საქმისადმი სწორი მიდგომით და ისიც ანალოგიურად უდგება საქმეს. პ.ს. ზოგადად საქართველო ყველა პროფესიის მხვრივ წუმპეა
dinamo
23 ოქტომბერი 2020 12:17
0
რა იყო ადმინ, მილანმა კვლავ გაიმარჯვაო, მშრალად და ირონიულად რომ წერ, არ გესიამოვნა ხო?
თუ მარტო ბარსელონა გგონია ფეხბურთი და გაგება))))
ჯერ ზაფხულში ხო აგვიკელი, ბარემ მესის ტუალეტში შესვლაც აგეღწერა დეტალურად და ჩაგეთვლებოდა)))))
მილანელი
23 ოქტომბერი 2020 09:03
8

სიახლეები პოპულარული