ევროპა ლიგის პირველ ტურში "ალკმაართან" 0:1 წაგების შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:
"არ უნდა დავმარცხებულიყავით. ბურთის ფლობა კარგია, მაგრამ ყოველთვის სასარგებლო არაა. უფრო ვახალისებდით მეტოქეს, ვიდრე პრობლემებს ვუქმნიდით.
პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, მეორე ტაიმში კი შეტევებს სწრაფად ვერ ვიწყებდით. ბურთის გარეშე კარგად ვერ ვთამაშობდით. ეს შედეგი ყველაფერს ართულებს. მეტად შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს. შესაძლოა, "ატალანტასთან" 4:1 გამარჯვების შემდეგ ზედმეტად გვაქეს.
არასოდეს მინახავს, რომ "ალკმაარი" ასე იცავდა თავს. ერთხელ მივეცით კარში ბურთის დარტყმის უფლება და გაგვიტანეს. ასეთი