უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოთამაშე გუნდების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
გუშინ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. თითქმის ყველა გრანდმა ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა. 

ევროპა ლიგის 1/16-ფინალში მონაწილეობას მიიღებენ:

პირველადგილოსნები - "რომა", "არსენალი", "ვილიარეალი", ზაგრების "დინამო", "ჰოფენჰაიმი", "ლევერკუზენი", "რეინჯერსი", პსვ, "ნაპოლი", "ლესტერი", "მილანი" და "ტოტენჰემი". 

მეორეადგილოსნები - "ცრვენა ზვეზდა", "მიოლდე", "იანგ ბოისი", "სლავია", "ბენფიკა", "გრანადა", "რეალ სოსიედადი", "ბრაგა", "ლილი", "მაკაბი", "ანტვერპენი" და "ვოლფსბერგერი". 

ჩემპიონთა ლიგიდან "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბრიუგე", "შახტარი", "აიაქსი", "კრასნოდარი", "ზალცბურგი", "დინამო კიევი" და "ოლიმპიაკოსი" შეუერთდებიან. 

კენჭისყრა 14 დეკემბერს გაიმართება. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altჟოზე მოურინიო: "მანჩესტერი" ევროპა ლიგის ფავორიტია


ასევე დაგაინტერესებთ