გუშინ, 11 მარტს, ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება ინგლისში, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მილანს" შორის გაიმართა.
ორი ისტორიული გუნდის დაპირისპირება შედეგიანი ფრით, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტშივე, 50-ე წუთზე "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელმა ლიდერმა ბრუნო ფერნანდეშმა ფანტასტიკური პასი გააკეთა და ამად დიალომ "როსონერის" კარი აიღო.
თითქოს თამაში ლოგიკური 1:0-ისკენ მიდიოდა, თუმცა შეხვედრის 90+2 წუთზე "მილანის" დანიელმა მცველმა სიმონ კიაერმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
განმეორებითი შეხვედრა 19 მარტს, "სან სიროზე" გაიმართება.
სხვა მატჩების შედეგები:
"აიაქსი" - "იანგ ბოისი" - 3:0
"დინამო კიევი" - "ვილიარეალი" - 0:2
"სლავია პრაღა" - "რეინჯერსი" - 1:1
"გრანადა" - "მიოლდე" - 2:0
"ოლიმპიაკოსი" - "არსენალი" - 1:3
"რომა" - "შახტარი" - 3:0
"ტოტენჰემი" - "დინამო ზაგრები"