"რომამ" ხოჭოლავას "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოაგდო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში დავით ხოჭოლავას "შახტარი" "რომასთან" ისევ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

რომში დონბასურმა გუნდმა 0:3 წააგო, კიევში კი - 1:2. დუბლი ბორხა მაიორალმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ "რომას" სათავეში "მეშახტეთა" ყოფილი მწვრთნელი პაულო ფონსეკა უდგას.

ტრავმამორჩენილი ხოჭოლავა, რომელიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა, სათადარიგო იყო.

"შახტარი" უკრაინის თასიდანაც გამოვარდა, ჩემპიონატზე ლიდერ კიევის "დინამოს" 4 ქულით ჩამორჩება და მის მწვრთნელ ლუიშ კაშტრუს გადაყენებას უპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული