
უკრაინის თასის 1/4-ფინალში დავით ხოჭოლავას "შახტარი" კიევის ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე პირველი ლიგის ლიდერ "აგრობიზნესთან" სენსაციურად, 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი, 96-ე წუთზე, დონეცკური გუნდის დაცვა ჩავარდა და "აგრობიზნესის" თავდამსხმელმა ბოგდან სემენეცმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
109-ე წუთზე ხოჭოლავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.