ევროპა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალში "მანჩესტერმა" "სან სიროზე" 1:0 დაამარცხა "მილანი", ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. გოლი 48-ე წუთზე პოგბამ გაიტანა.
"იუნაიტედმა" ევროტურნირებზე "როსონერის" ბარიერი ზედიზედ მეორედ გადალახა. იქამდე მიჯრით ოთხჯერ იტალიურმა გუნდმა იმარჯვა.
ასე და ამგვარად, ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა: "რომა", "არსენალი", "გრანადა", ზაგრების "დინამო", "მანჩესტერი", "ვილიარეალი", "აიაქსი" და "სლავია".
წილისყრა 19 მარტს ჩატარდება. პირველი მატჩები - 8 აპრილს, ხოლო განმეორებითები 15 აპრილს გაიმართება.