დღეს, 19 მარტს, ნიონში უეფას ევროპის ლიგის კენჭისყრა გაიმართა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გავიდა. ესენი გახლავთ: "არსენალი" (ინგლისი), "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი), "გრანადა" (ესპანეთი), "აიაქსი" (ნიდერლანდები), "ვილიარეალი" (ესპანეთი), "რომა" (იტალია), ზაგრების "დინამო" (ხორვატია) და "სლავია" (ჩეხეთი).
კენჭისყრის შედეგად ერთმანეთს შეხვდებიან:
1. "გრანადა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
2. "არსენალი" - "სლავია"
3. "აიაქსი" - "რომა"
4. ზაგრების "დინამო" - "ვილიარეალი"