ევროპა ლიგის მატჩზე მოედანზე შიშველი მამაკაცი გადახტა

AutoSharing Option
გრანადაში ევროპა ლიგაზე, ადგილობრივი გუნდისა და "მანჩესტერის" პირველი მეოთხედფინალური მატჩისას, მოედანზე მოულოდნელად სრულიად შიშველი მამაკაცი გადახტა.

თამაში "ნუევო ლოს კარმენესის" სტადიონზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა და გაურკვეველია, როგორ შეაღწია დაუპატიჟებელმა სტუმარმა, რომელიც მეშვიდე წუთზე შეიჭრა მოედანზე, გაზონზე წაიქცა და გორაობა დაიწყო.

შეხვედრა დროებით შეწყდა, წვერიანი მამაკაცი კი პოლიციელებმა ძალით გაიყვანეს მოედნიდან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამას რას ვხედავ? სალაჰი დაიჭირეს?
გენო
09 აპრილი 2021 17:44
0
რობიზონაა, კრუზო)))))))))))))
გოდერძი
09 აპრილი 2021 13:30
1
ესეც შენი ევროპული ღირებულება! ასე იცის ნამეტანმა თავისუფლებამ, ამაზეა ნათქვამი გიჟი თავისუფალიაო. აქაურო "ევროპელებო" მიბაძავთ? მიბაძვაში ხომ მაგრები ხართ.
.ფუ.
09 აპრილი 2021 11:35
5
რა შუაშია აქ ევროპული ღირებულებები? გიჟი და ნორმალური ყველგანაა ევროპაშიც და მთვარეზეც, ჩვენს ქვეყანაშიც ხდება ეს კიარა ათასი საზიზღრობა და მაინცდამაინც იმასთან უნდა გააიგიგივონ მაშინ ჩვენი ქვეყანა?! მითუმეტეს აქ სრულიად არასერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე და არა რაღაც საშინელებაზე და ა.შ ვიღაც არანორმალური შემოვარდა სავარაუდოდ ნიზლავიც მოიგო ეგ არის და ეგ. ისე ყველაზე დიდი საშინელებები და ამორალური რაღაცეები იმ ქვეყანაში ხდება რომლის პროპაგანდასაც ემსახურება ეს თქვენი კომენტარი ანუ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ვგულისხმობ და თავი გაანებეთ ამ ევროპას და ევროპელებს...
ზვიადი
09 აპრილი 2021 16:37
0
ეს ისე გამოიყურება მგონი პანდემიის დაწყების შემდეგ სტადიონზე იყო დამწყვდეული
მიელე რაფაელე
09 აპრილი 2021 09:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული