"რომამ" ამსტერდამში იმარჯვა, "მანჩესტერმა" - გრანადაში, ევროპის ლიგის მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 8 აპრილს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. 4-ივე თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.


ამსტერდამში ადგილობრივმა "აიაქსმა" იტალიურ "რომას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. თავი კლაასენმა გამოიჩინა. ამსტერდამელებს მატჩის 53-ე წუთზე სხვაობის ორამდე გასაზრდელად დიდებული შანსი მიეცათ, თუმცა სერბმა ლიდერმა დუსან ტადიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. აქედან 4 წუთში, შეხვედრის 57-ე წუთზე, ლორენცო პელეგრინმა წონასწორობა აღადგინა, როჯერ იბანეზმა მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე კი იტალიელებს გამარჯვება მოუტანა.



მოულოდნელად ლონდონის "არსენალმა" პრაღის "სლავიას"
უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 

ინგლისელებმა ანგარიში 86-ე წუთზე, ნიკოლას პეპეს გოლის წყალობით გახსნეს, ჩეხებმა კი მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე გაათანაბრეს. გმირი ტომას ჰოლესი გახდა. 



"გრანადამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მანჩესტერელთა რიგებიდან ანგარიში მარკუს რაშფორდმა 31-ე წუთზე გახსნა. ორბურთიანი უპირატესობა კი შეხვედრის მიწურულს, 90-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტიდან დააფიქსირა.



"ვილიარეალმა" ზაგრებში, ადგილობრივ "დინამოსთან" 1:0 იმარჯვა და განმეორებით შეხვედრას კომფორტული სხვაობით შეხვდება.

ესპანელთა რიგებიდან თავი ხერარდ მორენომ 44-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გამოიჩინა. 

altევროპა ლიგის მატჩზე მოედანზე შიშველი მამაკაცი გადახტა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე არასერიოზულად მიუდგე ევროპალიგის მეთხედფინალს,ალბათ აიაქსის მეტს არავის შეუძლია.ასე 3-0-ით მოსაგები თამაშის 1-2-ად ქცევას ნამდვილად მოხერხება უნდა და ამასაც აიაქსის მეტი ვერავინ მოახერხებდა.უსუსტეს და უამრავ დანაკლისიან რომასთან სახლში პირველი ტაიმის მოგების მერე წაგებაც მგონი მხოლოდ აიაქსს შეუძლია და სხვას არავის.
master
09 აპრილი 2021 15:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული