ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში, "ოლიმპიკოს" მოედანზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "რომა" და ამსტერდამის "აიაქსი" დაუპირისპირდებიან.
პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, თუმცა, ნიდერლანდელთა თამაშის სტილიდან გამომდინარე, შესაძლებელია თამაში სულ სხვა სცენარით წარიმართოს.
"რომას" ელ შაარავი, ბრუნო პერესი, კრის სმოლინგი და ნიკოლო ზანიოლო გამოაკლდება, "აიაქსს" - დელი ბლინდი, მაზრავოი და დევნი რენში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანურ "გრანადასთან" გასვლაზე კომფორტული სხვაობით, 2:0 იმარჯვა და "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე დიდი უპირატესობით დახვდება.
ლონდონის "არსენალმა" "ემირატების" მოედანზე მოულოდნელად პრაღის "სლავიას" ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დასრულდა, გამარჯვებული კი ჩეხეთში გაირკვევა.
ინგლისელებს დავიდ ლუისი გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ობამეიანგის, მარტინ ედეგორის, ბუკაიო საკასა და როუს თამაში.
თავის მხრივ, "სლავიას" სიმონ დელი და ონდრეი დუდელა არ ეყოლება.
ზაგრებში გამართული შეხვედრა "დინამოელებმა" "ვილიარეალთან" 0:1 დათმეს, დღევანდელ შეხვედრაში კი ესპანელები უდავო ფავორიტად მიიჩნევიან.
"ვილიარეალს" პერვის ესტუპინანი და ვისენტე იბორა გამოაკლდება.
ხორვატებს სადეგ მოარამის გარეშე მოუწევთ თამაში. კითხვის ნიშნის ქვეშაა ბრუნო პეტკოვიჩის მოედანზე ხილვაც.
ოთხივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"რომამ" ამსტერდამში იმარჯვა, "მანჩესტერმა" - გრანადაში, ევროპის ლიგის მიმოხილვა [VIDEO]