ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი. ვიხილავთ ინგლისურ ფინალს? [VIDEO]

AutoSharing Option
29 აპრილს ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა.

"მანჩესტერმა" სახლში "რომა" 6:2 გაანადგურა. დუბლი ფერნანდესმა და კავანიმ შეასრულეს. 34 წლის კავანიმ აგრეთვე 2 საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკანასკნელ 5 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ფერნანდესმა "იუნაიტედში" 20 პენალტი გაიტანა. სოლსკიაერის გუნდის კარში დანიშნული ბოლო 6 თერთმეტმეტრიანიდან 4 პოგბამ "მოინადირა".

"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ფაქტობრივად, ევროპა ლიგის ფინალის საგზურიც მოიპოვა.

"არსენალი" სტუმრად დაძაბულ მატჩში
მინიმალურად დამარცხდა "ვილიარეალთან" და ფინალში გასვლის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ლონდონურმა გუნდმა ბოლო 9 მატჩიდან 4 წააგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 მოიგო.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - რომა 6:2
გოლები: 1:0 ფერნანდესი (9), 1:1 პელეგრინი (15, პენ), 1:2 ჯეკო (33), 2:2 კავანი (48), 3:2 კავანი (64), 4:2 ფერნანდესი (71, პენ), 5:2 პოგბა (75), 6:2 გრინვუდი (86)

ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - არსენალი 2:1
გოლები: 1:0 ტრიგეროსი (5), 2:0 ალბიოლი (29), 2:1 პეპე (73, პენ)
გაძევება: სებალიოსი (57, არსენალი), კაპუ (80, ვილიარეალი)

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 6 მაისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
arsenals gasvlis shansi ar aqvs viliareali meoresac mougebs. unai emery evropaligis masteria. didi albatobit manchestersac mougebs viliareals ufro schirdeba mag turniris mogeba ligaze gavlen...
1
ვილიარეალის კარში მსაჯმა პენალტი მოიგონა.
Dato
11:35 30-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული