29 აპრილს ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა.
"მანჩესტერმა" სახლში "რომა" 6:2 გაანადგურა. დუბლი ფერნანდესმა და კავანიმ შეასრულეს. 34 წლის კავანიმ აგრეთვე 2 საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკანასკნელ 5 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ფერნანდესმა "იუნაიტედში" 20 პენალტი გაიტანა. სოლსკიაერის გუნდის კარში დანიშნული ბოლო 6 თერთმეტმეტრიანიდან 4 პოგბამ "მოინადირა".
"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ფაქტობრივად, ევროპა ლიგის ფინალის საგზურიც მოიპოვა.
"არსენალი" სტუმრად დაძაბულ მატჩში
მინიმალურად დამარცხდა "ვილიარეალთან" და ფინალში გასვლის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ლონდონურმა გუნდმა ბოლო 9 მატჩიდან 4 წააგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 მოიგო.
მანჩესტერი - რომა 6:2
გოლები: 1:0 ფერნანდესი (9), 1:1 პელეგრინი (15, პენ), 1:2 ჯეკო (33), 2:2 კავანი (48), 3:2 კავანი (64), 4:2 ფერნანდესი (71, პენ), 5:2 პოგბა (75), 6:2 გრინვუდი (86)
ვილიარეალი. „სერამიკა“
ვილიარეალი - არსენალი 2:1
გოლები: 1:0 ტრიგეროსი (5), 2:0 ალბიოლი (29), 2:1 პეპე (73, პენ)
გაძევება: სებალიოსი (57, არსენალი), კაპუ (80, ვილიარეალი)
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 6 მაისს გაიმართება.