ევროპა ლიგა. აქ ინგლისური ფინალი არ შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა და ფინალისტები გაირკვა.

"მანჩესტერს" "ოლდ ტრაფორდზე" "რომა" 6:2 ჰყავდა დამარცხებული, ყველაფერი გარკვეული იყო, ამჯერად კი "დამამშვიდებელი გამარჯვება" რომაულმა გუნდმა მოიპოვა - 3:2.

"ვილიარეალის" ბარიერის გადასალახავად "არსენალს" საკუთარ მოედანზე 1:0 მოგებაც ჰყოფნიდა, ბევრს უტევდა, ობამეიანგმა ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ ლონდონელებმა გოლი ვერ გაიტანეს და ფინალში ესპანური გუნდი გავიდა. ემერიმ თავის ყოფილ გუნდს სძლია და "ყვითელი სუბმარინა" ფინალში გაიყვანა.

26 მაისს პოლონურ გდანსკში, ფინალში, ერთმანეთს "მანჩესტერი" და "ვილიარეალი" შეხვდებიან.

რომი. "ოლიმპიკო"
რომა - მანჩესტერი 3:2
გოლები:
0:1 კავანი (39), 1:1 ჯეკო (57), 2:1 კრისტანტე (60), 2:2 კავანი (68), ზალევსკი (83)


ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - ვილიარეალი 0:0



- ემერის გაწვრთნილი გუნდები ევროპა ლიგის ფინალში მეხუთედ გავიდნენ - სამჯერ გაიმარჯვეს და ესპანელ სპეციალისტს ტიტულის მეოთხედ მოპოვების შანსი აქვს.

- ამით შეწყდა ყველა ტურნირზე "იუნაიტედის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია - 6 მოგება და 1 ფრე.

- "ვილიარეალი" პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში.

- "მანჩესტერი" მეორედ ითამაშებს ევროლიგის ფინალში - 2017 წლის შემდეგ პირველად.

- კავანიმ უკანასკნელ 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

- სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, "მანჩესტერი" პირველად გავიდა ფინალში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული