ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "მანჩესტერი" ბერნში 90+5-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა - 4 პენალტი 29 წუთში სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
14 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი.

F ჯგუფში "მანჩესტერი" გასვლაზე "იანგ ბოიზთან" 1:2 დამარცხდა.

მე-13 წუთზე რონალდომ სტუმრები დააწინაურა, 35-ე წუთზე კი მისი თანაგუნდელი მცველი უან-ბისაკა მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა. ამით შვეიცარიელებმა ისარგებლეს, ჯერ ნგამალემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სიბაჩომ ლინგარდის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

"მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგო და 1 მოიგო.

რონალდომ ტურნირზე 117-ე მატჩი ჩაატარა და კასილიასის რეკორდი გაიმეორა, 135-ე გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. კრიშტიანომ 36-ე
გუნდს გაუტანა და ამ მაჩვენებლით მესის დაეწია. მან ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა, ისევე როგორც მესიმ და ბენზემამ.

G ჯგუფში "სევილია" და "ზალცბურგი" დაზავდნენ - 1:1.

პირველ ტაიმში, 29 წუთის განმავლობაში ბელარუსმა მსაჯმა კულბაკოვმა 4 პენალტი დანიშნა - სტუმრებმა სამიდან ერთი გაიტანეს, მასპინძელთაგან კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად რაკიტიჩმა შეასრულა. ფრედ დასრულებული (1:1) პირველი ტაიმის შემდეგ კულბაკოვმა „სევილიას“ თავდამსხმელ ენ-ნესირის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ანდალუსიური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გავიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

F ჯგუფი

ბერნი.“ვანკდორფი“
იანგ ბოიზი - მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 რონალდო (13), 1:1 ნგამალე (66), 2:1 სიბაჩო (90+5)
გაძევება: უან-ბისაკა (35, მანჩესტერი)

G ჯგუფი

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 სუშიჩი (21, პენ), 1:1 რაკიტიჩი (42, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ადეიემი (13, ზალცბურგი), სუშიჩი (37, ზალცბურგი)
გაძევება: ენ-ნესირი (50, სევილია)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული