"ლეგიამ" "სპარტაკი" მოსკოვში ისევ გაამწარა - რუსმა ფანებმა ფეხბურთელებს განავალი უწოდეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლეგიამ" მოსკოვში "სპარტაკი" 1:0 დაამარცხა.

გოლი 90+1-ე წუთზე კოსოვოელმა თავდამსხმელმა ლარიმ კასტრატიმ გაიტანა, რომელიც 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეგახსენებთ, მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ამას წინათ ბათუმში ითამაშა და საქართველოს ნაკრების მცველებს ძალიან გაუჭირდათ მისი მეურვეობა.

Sportall.Ge

მატჩის წინ პოლონურმა კლუბმა მოსკოვში სარეკლამო ბანერებში ფული გადაიხადა და ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მოსკოვო, ჩვენ დავბრუნდით!" ამაში ნაგულისხმები იყო ის, რომ ზუსტად 10 წლის წინ რუსეთის დედაქალაქში ამავე ტურნირზე 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს, თან გადამწყვეტი გოლი
90+2-ე წუთზე გაიტანეს.

მატჩის შემდეგ "სახალხო გუნდის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "სამარცხვინოებო, ნაბიჭვრებო, ჩვენ "სპარტაკი" ვართ, თქვენ - განავალი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოსკოვის სპარტაკმა ვარშავის ლეგიასთან წააგო, ჩვენ რა შუაში ვართ? ან რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სპარტაკის ფანებმა ფეხბურთელებს რა უწოდეს? რუსული საიტების გარდა სხვაგანაც გადახედეთ რამეს. ბრიუგეს ფანებმა მათ ფეხბურთელებს რა დაუწერეთ, ის რატომ დაგვიმალეთ? მართლა ამოვიდა ყელში ეს ამბები. ჩაყევით ბარემ სსრკ-ს საფლავში.
კითხვა
12:29 16-09-2021
5
ზოგი ისეთ იუზერულ აზრებს აფრქვევენ ლამის საქართველოს დოღლიგის ჩემპიონატი გაუთანაბრეს რუსეთის ლიგას ზენიტი და ცსკა რუსული გუნდებია მგონი და აგერ 12 14 წლის უკან უეფას მეორე ტურნირი უეფას თასი მოიგეს და სუსტი ჩემპიონატის წარმომადგენელი ნამდვილად ვერ მოიგებს თუნდაც კარდონის თასს. მათ ბოლო 10 წელია აქვთ ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი და მიტომ არიან ბოლო 2 წელი ევრო ასპარეზზე ჩასვრილები. და ნაკრებს კიდე რაც შეეხება იმ ქვეყნის წარმომადგენელი სუსტი ნაკრებიაო არ უნდა ამბობდე იმას ხორვატიასთან ჯგუფში თანაბარი ქულები აქვთ და რუსეთი მუდმივად პირველ თუ არა ძირითადად მეორე მაქსიმუმ მესამე ადგილზე გადის შესარჩევების ქვეჯგუფებში ისტოროულად თუ გნებავთ გადაამოწმეთ მარტივია ამის ნახვა ინტერნეტით რამდენი მოგება ფრე და წაგება აქ და შეადარე საქართველოს უძლიერეს ნაკრების მონაგარი ყველა შესარჩევით და ამ დროს როცა შენი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრები შესარჩევში კინკილა გამარჯვებას აგერ მთელი 12 წელია ამაოდ ელის ენას ძვალი არააქვსო ამაზეა ნათქვამი და ასევე როგორც ჩანს ზიზღს ობიექტურობის აღქმის უნარი. ან 2008 წელს ჰოლანდიას მერვედ ფინალი ანდორამ მოუგო ხომ 3:0 ან 2018 წელს მეოთხედ ფინალში კოსოვო ხომ არ გასულა? მე არავის ადვოკატობ უბრალოდ ასეთ მამალ ტყუილს რომ დაწერთ ვიღაცამ რეალური ინფორმაცია უნდა დაგიწეროთ მაინც.
Astaros
10:49 16-09-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული