"ლეგიამ" "სპარტაკი" მოსკოვში ისევ გაამწარა - რუსმა ფანებმა ფეხბურთელებს განავალი უწოდეს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლეგიამ" მოსკოვში "სპარტაკი" 1:0 დაამარცხა.

გოლი 90+1-ე წუთზე კოსოვოელმა თავდამსხმელმა ლარიმ კასტრატიმ გაიტანა, რომელიც 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეგახსენებთ, მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ამას წინათ ბათუმში ითამაშა და საქართველოს ნაკრების მცველებს ძალიან გაუჭირდათ მისი მეურვეობა.

Sportall.Ge

მატჩის წინ პოლონურმა კლუბმა მოსკოვში სარეკლამო ბანერებში ფული გადაიხადა და ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მოსკოვო, ჩვენ დავბრუნდით!" ამაში ნაგულისხმები იყო ის, რომ ზუსტად 10 წლის წინ რუსეთის დედაქალაქში ამავე ტურნირზე 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს, თან გადამწყვეტი გოლი
90+2-ე წუთზე გაიტანეს.

მატჩის შემდეგ "სახალხო გუნდის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "სამარცხვინოებო, ნაბიჭვრებო, ჩვენ "სპარტაკი" ვართ, თქვენ - განავალი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
როცა ვამბობ რომ რუსეთია პრემიერ ლიგა არაფერი ჩემპიონატი არაა უბრალოდ კარგად არის შეფუთული და გაპიარებული რატო არ ნეტა ამ ხალხს არ მესმის რას უშვებიან რუსულ გუნდებს ყოველ წელს ევროთასებზე კი ვხედავთ ბელგიაც დანიაც ავსტრიაც შვეიცარიაც გაცილებით მაღალი დონეა აგერ გუშინ რა უქნა იანგ ბოისმა მანჩესტერს ჯობია ახალგაზრდა ქართველები წავიდნენ საშუალო დონის ევროპის ჩემპიონატებში იგივე ბელგიაში ავსტრიაში დანიაში შვეიცარიაში ხორვატიაში ვიდრე რუსეთში რუსეთს აქვს ჭ კლასის ჩემპიონატი
Gela
21:32 15-09-2021
11
რუსული ფეხბურთი :D :D :D რამდენი ფული დახარჯეს, როგორ გააპიარეს, მაგრამ რეალურად ძალიან დაბალი დონისაა. ნაკრებიც და კლუბებიც დააკვირდით ყოველ კენჭისყრაზე "სასწაულებრივად" უადვილეს ჯგუფში ხვდებიან მაგრამ ძირითადად იქაც ჩაისისვრიან. ევროპამ იცის რა ჩასვრილი ჩემპიონატია და ამიტომაც ძნელია რუსეთიდან წასვლა. ბოლო ორი მაგალითიც ყოფნით გოლოვინი და მირანჩუკი. ტიპები ისე გააპიარეს მონაკომ და ატალანტამ დაიჯერეს და ახლა ვერ ასაღებენ. სხვა გუნდებსაც არ უნდათ უკვე შეცდომის დაშვება. პ.ს ხვიჩას ფასს თუ არ დაუწევენ მერე ძალიან გაუჭირდებათ გაყიდვა და ჩვენც დავკარგავთ კიდევ ერთ ტალანტს
giga
00:04 16-09-2021
4

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული