"ბარსელონას" მეტოქე ცნობილია, "სპარტაკი" მოსკოვში ვერ ითამაშებს - ევროპა ლიგის წილისყრა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპა ლიგის 2021-22 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა:

"რეინჯერსი" (შოტლანდია) - "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი);

"ბრაგა" (პორტუგალია) - მონაკო (საფრანგეთი);

"პორტუ" (პორტუგალია) - "ლიონი" (საფრანგეთი);

"ატალანტა" (იტალია) - "ლევერკუზენი" (გერმანია);

"სევილია" (ესპანეთი) - "ვესტ ჰემი" (ინგლისი);

"ბარსელონა" (ესპანეთი) - "გალათასარაი" (თურქეთი);

"ლაიპციგი" (გერმანია) - "სპარტაკი" (რუსეთი);

"ბეტისი" (ესპანეთი) - "აინტრახტი" (გერმანია) 

პირველი შეხვედრები 9 და 10 მარტს გაიმართება, განმეორებითი - 17 მარტს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსული და უკრაინული გუნდები ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებენ, შესაბამისად,
"სპარტაკი" გერმანულ მეტოქეს მოსკოვში ვერ უმასპინძლებს.

altჩემპიონთა ლიგის ფინალის ახალი მასპინძელი ქალაქი ცნობილია

altმხარდაჭერა უკრაინას - "ბარსელონამ" ნეაპოლში იმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული