უკრაინისთვის, "ვესტ ჰემისთვის" - იარმოლენკომ "ჩაქუჩები" მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისურმა "ვესტ ჰემმა" ევროპა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ესპანური "სევილია" დამატებით დროში 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრა სევილიელებს მინიმალური ანგარიშით ჰქონდათ მოგებული და ინგლისური მატჩის 90 წუთიც მასპინძლების იმავე ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი ანდრეი იარმოლენკოს გოლი გამოდგა, რომელიც მან განსაცდელში მყოფ სამშობლოს, უკრაინას მიუძღვნა. ანდრეიმ პრემიერლიგის წინა ტურში, "ასტონ ვილას" წინააღმდეგაც გაიტანა.

39-ე წუთზე სეუჩეკმა ანტონიოს პასი გოლად აქცია. იარმოლენკო მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა, 112-ზე კი ფორნალსის პასი შეირგო.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 18 მარტს,
თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

alt"ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?" - იარმოლენკო რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

alt"ბარსელონამ" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული