"კამპ ნოუს" 30 ათასი გერმანელის მიერ "ოკუპაცია" - ლაპორტა აღშფოთებულია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა "აინტრახტთან" და გათამაშებას გამოეთიშა. "კამპ ნოუზე" 30 ათასი გერმანელი გულშემატკივარი იმყოფებოდა (მათთვის 5 ათასი ბილეთი იყო გამოყოფილი), რამაც ადგილობრივი ქომაგების პროტესტი გამოიწვია. ამაზე კომენტარი "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გააკეთა.

"ეს სირცხვილია და მომავალში არ უნდა განმეორდეს! ჯერ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის ნაწილი გვაქვს, ზომების მისაღებად ანალიზის გაკეთება მოგვიწევს. ეს შემაძრწუნებლად სამარცხვინოა. ამ მომენტიდან ამ საკითხს მკაცრად უნდა მოვეკიდოთ.

მე, როგორც კატალონიელს, მრცხვენია იმის გამო, რაც ვნახე. ვწუხვარ, რომ სტადიონზე სტუმართა ამდენი
ფანი შევუშვით. დღეს მე მრცხვენოდა. ზომებს მივიღებთ და ეს აღარასოდეს განმეორდება", - ციტირებს ლაპორტას AS-ი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ელემენტარულად იმას ნიშნავს რომ ბარსას გულშემატკივარი აღარ იკლავს თავს სტადიონზე მისვლით. ხოდა დაფიქრდი ლაპორტ რატომ ხდება ეგრე?
0
ბევრი წერს, რომ ლაპორტას ბრალია, რა სისულელეა, რატომ იზამდა ასეთ რამეს? ცუდი უნდა კლუბისთვის თუ? სავარაუდოდ ესპანიოლის ან რეალის ფანების მოწყობილია, იყიდეს ბილეთები და ხელზე გადაყიდეს. იმედია გაირკვევა სიმართლე, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს
BarcaFan
20:31 15-04-2022
4

სიახლეები პოპულარული