კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. ნეაპოლელებმა ისტორიაში მეოთხედ გადალახეს ჯგუფური ბარიერი.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულად აქტიური იყო, ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძლები დებიუტში ლოსანომ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი რასპადორის გადააწოდა და მან ანგარიში გაზარდა. ნეაპოლელები თითქოს მოეშვნენ და შესვენების შემდეგ კლასენმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტიმბერს
მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა და ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თან გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც თავად არ მოუპოვებია - გაიხსენეთ მწვრთნელ სპალეტის ნათქვამი „კრემონეზესთან“ მატჩში, როდესაც ხვიჩამ ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა - ეს „კვარას“ სიკეთით დაუბრუნდებაო. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. 83-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. ტრავმამორჩენილმა ოსიმენმა ბოლოს, როგორც იქნა, პასვეერი დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 12 ქულით A ჯგუფში ლიდერია და 26 ოქტომბერს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ სამი გუნდია დაუმარცხებელი - პსჟ, „რეალი“ და „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 13 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანეს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 229 მაყურებელი
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)

მკითხველის კომენტარები / 57 /
მაგარი კაცია ხვიჩა. ძლიერი პიროვნებაა.
ქ. გ.
13 ოქტომბერი 2022 13:24
1
ეს tweet-ები ნახეთ და წაიკითხეთ პასუხები (ხალხის კომენტარები)
https://twitter.com/ChampionsLeague/status/1580264659680366592
https://twitter.com/sscnapoli/status/1580291681982636032
ქ. გ.
13 ოქტომბერი 2022 12:39
1
ხვიჩას შესახებ იტალიური პრესის სტატიების მიმოხილვა
https://www.tuttonapoli.net/in-primo-piano/quotidiani-innamorati-di-kvaratskhelia-inarrestabile-straordinario-fenomeno-come-si-ferma-519200
ქ. გ.
13 ოქტომბერი 2022 12:36
0
ცოტა დრო გავიდა და გამოჩნდა რომ ელმასი ხვიჩასთან შედარებით ძაან დაბლა დგას. პოლიტანო კი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. მათი შემოსვლით თამაშის ხარისხი ქვემოთ დაეცა. ოსიმენი კი დიდი ფეხბურთელია მხოლოდ დიდ სპორტსმენებს ახასიათებს კეთილშობილება. ხვიჩა კი მოვლენაა. ის ვარსკვლავია
გიო
13 ოქტომბერი 2022 10:00
1
ეხლა გადავამოწმე. ხვიჩას მართლაც ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონია. 20 ფეხბურთელს მასზე მაღალი ხელფასი აქვს. კიდევ უფრო ცუდია ის, რომ 5 წლიანი კონტრაქტი აქვს.

ფულიც (ხელფასიც) ნიშნავს აღიარებას/დაფასებას.
ზაქრო
13 ოქტომბერი 2022 09:50
5
რეებს ბოდავს?რადგან 5წლიანი კონტრაქტი აქვს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სულ ერთიდაიგივე თანხას მიიღებს.
დავით 67
13 ოქტომბერი 2022 16:22
0
რადგან პენალტი დაარტყმევინეს ეხლა ხელფასზე გადვედით? :))
ანდრი
13 ოქტომბერი 2022 11:18
1
გულშემატკივრების მიერ გადაღებული ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=FJ-9UzHWIZ0
ქ. გ.
13 ოქტომბერი 2022 08:37
0
…ძალიან მაგარია!!! მადლობა!!!
დათო
13 ოქტომბერი 2022 11:26
0
ეზოში პატარა ბავშვებთან ფეხბურთს რომ ვთამაშობ, ხუთ მცველს რომ გავცდები, გოლს გავიტან და ჩემი თავი მაჩაიძე მგონია ან მესი...
ხვიჩა ამას ჩემპიონთა ლიგაში აკეთებს აიაქსის და ლივერპულის მცველების წინააღმდეგ.
ქ. გ.
13 ოქტომბერი 2022 07:40
0
ხვიჩას მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=UWdUtJx-wiY
ქ. გ.
13 ოქტომბერი 2022 07:33
0
კიდევ კარგი პოლიტანო არ იყო პენალტის დროს , თორემ ისე ეძგერებოდა ბურთს ,რომ ვერავინ გამოსტაცებდა.)ყოჩაღ ოსიმენს და რა თქმა უნდა ხვიჩას. ასეთი ჟესტი რომ გააკეთა ოსიმენმა, იმიტომაც გაიტანა ბოლოს. მე ასე ვფიქრობ. ხვიჩა სუპერ!
დავით 67
13 ოქტომბერი 2022 01:43
1
რა თქმა უნდა ყოვლისშემძლე ამ თამაშს უყურებდა, არამგონია ხვიჩას თამაში გამაზოს
ზურა
13 ოქტომბერი 2022 11:12
1
მეც მასე მგონია, დაუფასა ყოვლისშემძლემ.
100%
13 ოქტომბერი 2022 10:04
0
ბარსელონა ბრუნდება ევროპის ლიგაზე ვისკას ! სანამდე ეს ნაყარ მოყარი ფეხბურთელები ფატი გავი და პედრები არ გაყიდეს ბეტისებში ესენი მუდმივა ევროპის ლიგაზე იქნებიან როგორც მანიუ ისე. მაგრამ მანიუს მაგარი ჩემპიონატი აქვთ. ამათ ჭ კლასის ჩემპიონატი და იმის ხათრით არიან ლიგაზე თორე ნორმალურ ჩემპიონატში ეს ჯოგი კონფერენს ლიგის იქით არ უნდა გაუშვა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 ოქტომბერი 2022 01:02
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული