კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. ნეაპოლელებმა ისტორიაში მეოთხედ გადალახეს ჯგუფური ბარიერი.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულად აქტიური იყო, ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძლები დებიუტში ლოსანომ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი რასპადორის გადააწოდა და მან ანგარიში გაზარდა. ნეაპოლელები თითქოს მოეშვნენ და შესვენების შემდეგ კლასენმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტიმბერს
მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა და ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თან გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც თავად არ მოუპოვებია - გაიხსენეთ მწვრთნელ სპალეტის ნათქვამი „კრემონეზესთან“ მატჩში, როდესაც ხვიჩამ ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა - ეს „კვარას“ სიკეთით დაუბრუნდებაო. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. 83-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. ტრავმამორჩენილმა ოსიმენმა ბოლოს, როგორც იქნა, პასვეერი დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 12 ქულით A ჯგუფში ლიდერია და 26 ოქტომბერს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ სამი გუნდია დაუმარცხებელი - პსჟ, „რეალი“ და „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 13 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანეს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 229 მაყურებელი
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ვულოცავ ჩვენს კაშკაშა ვარსკვლავს მორიგ წარნატებულ თამაშს!!! ყოჩაღ!!! ჩვენი სიამაყე ხარ!!! წინსვლა და წარმატებები,უფალი გფარავდეს!!! მადლობა რომ უკვე რამდენიმე თვეა გვახარებ და გვაბედნიერებ!!!უფალი გფარავდეს!!!
გულშემატკივარი
12 ოქტომბერი 2022 22:50
0
აღარ ვიცი უკვე რა დავწერო მართლა. სანამ პენალს დაარტყამდა გული ამომივარდა ლამის ისე ვინერვიულე და ვიცი რო ყველა ესე ვიყავით. ეს არი ის რაღაც უხილავი რასაც ქართველის წარმატება ქვია. ღმერთს ვთხოვ წლები გაგრძელდეს ჩვენი ეს სიხარული. მართლა საათებს ვითვლი ხოლმე როცა ნაპოლის თამაში დაიწყება. ღმერთი ფარავდეს.
ქართველი
12 ოქტომბერი 2022 22:50
0
პოლიტანო მეზიზღებოდა რომ ურტყამდქ დგეს ვინატრე რატო არ არი მოედანზეთკო ისე ვნერვიულობდი ნამდვილად ამის არ გატანა არ შეიძლებოდა
Soso
12 ოქტომბერი 2022 23:07
2
მართლა მაგრად ვინერვიულე! მაგის არგატანა არ შეიძლებოდა
ზურა
12 ოქტომბერი 2022 22:56
0
ჩვენი გიჟუა
გოგა
12 ოქტომბერი 2022 22:49
1
მთელი საქართველო ხარობს ამ ბიჭით.
შენ გაიხარე, ხვიჩუკა!
ILIA
12 ოქტომბერი 2022 22:47
0
ბრავო კვარაა! დიდებული მატჩი ჩაატარე!!! მადლობა ზღვა დიხარულისთვის!
ირაკლი
12 ოქტომბერი 2022 22:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული