"რომას" ფეხბურთელმა მოედანზე ჩაიხადა და მოურინიო ჭკუიდან გადაიყვანა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "რომა" როტერდამში "ფეიენოორდთან" 0:1 დამარცხდა. 86-ე წუთზე რომაელთა ნახევარმცველმა ნიკოლა ზალევსკიმ ბურთი მეტოქის საჯარიმოში უხეიროდ ჩააწოდა და გაბრაზებულმა ტრუსი ჩაიხადა.

"რომას" მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს რეაქციაც შესაბამისი იყო - ძალიან გაბრაზდა, ხელი ჩაიქნია და იმედგაცრუებული სავარძელში ჩაეშვა.

აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლისას პოლონელს დრიბლინგით უსამა იდრისა გასცდა და მატს ვიფერს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ამ სეზონში 21 წლის ზალევსკიმ "რომაში" 36 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზურა გირჩელის, ძმაკაცი იქნება!
ფუუუ.
20:09 15-04-2023
11

სიახლეები პოპულარული