"გადაფასებული კლოუნი! რონალდოზე ფიქრობდა, რომ..." - მორგანმა "იუნაიტედის" ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ კვლავ ტენ ჰაგს შეუტია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის გასვლით შეხვედრაში "სევილიასთან" 0:3 განადგურდა და ევროპის სიძლიერით მეორე საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

ეს ყოველივე კი ჟურნალისტ პირს მორგანისთვის საკმარისი საბაბი აღმოჩნდა, რათა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კიდევ ერთხელ გაეკრიტიკებინა:

"ღმერთო ჩემო! რა დამამცირებელი სირცხვილია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ეს გადაფასებული კლოუნი ერიკ ტენ ჰაგი ფიქრობდა, რომ ჭკვიანური ნაბიჯი იყო რონალდოს დამცირება და მისი გუნდიდან გაშვება", - დაწერა მორგანმა Twitter-ზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე სეზონის წინ დავწერე რომ ტენ ჰაგისთვის წარმატებული იქნებოდა პირველი სეზონი თუ ის ოთხეულში მოხვდებოდა. ვფიქრობ შეინარჩუნებს ოთხეულში ყოფნას. რაც შეეხება სევილისათან გამოვარდნას არ გამიკვირდა, მანჩესტერს სევილიასთან გაუჭირდა ადრეც უბრალოდ ანგარიში (0-3) იყო მოულოდნელი. სევილია როგორც გინდა ჩაბანძებული იყოს ევროპა ლიგაზე (უეფას თასზე) სხვა ძალა ეძლევა და თითქოს საკუთარ ეზოში თამაშობსო. ნუ დაგვავიწყდება მათ ყველაზე მეტჯერ მოიგეს ეს თასი და ეს რაღაცაზე მეტყველებს. იუვესაც ძალიან გაუჭირდება სევილიასთან.
G.LA
18:58 21-04-2023
5
Es chasaorebuli klouni martla...amxela kacia ar utydeba niuzheli :)
L.J .
14:01 21-04-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული